როგორ მან თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილი საზოგადოებისთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა, გაუფასურებული ლარის კურსი „შევარდნაძის დროის ნიშნულამდე დავიდა“.
„საქართველო დაპაუზებულია და ეს გაჩერება აჩვენებს ერთი და იგივე დროს, 2012 წლის 1 ოქტომბერს. როდესაც შევარდნაძის დროს მთავრობა ჩავიბარე ლარის კურსი დღევანდელ მდგომარეობაში იყო. ჩვენი მთავრობის დროს მან გაუძლო რუსეთის შემოჭრას და ოკუპაციას. დღეს ისევ ჩამოვარდა შევრდნაძის ნიშნულზე“, - განაცხადა ექსპრეზიდენტმა.
მან ქვეყანაში გაუარესებულ კრიმინალურ მდგომარეობაზე იზრუნა და მთავრობა პოლიციელებზე ზეწოლაში დაადანაშაულა.
„კრიმინალი დაბრუნდა და ძველი ბიჭები არჩევენ საქმეებს ჩვენს ეზოებში, სკოლებში და უნივერსიტეტებში. ჩვენ პოლიციას აბუჩად იგდებენ. ამას წინათ პოლიციელი მოკლა კრიმინალმა და მთავრობამ ის საზღვარზე გადააპარა. მეორე პოლიციელი რომლმაც დანაშაულის კარები ამოიღო, მთავრობამ საჯაროდ კრიმინალად გამოაცხადა და დაპატიმრებით დაემუქრა იმისათის, რომ უმსგავსობა სააშკარაოზე გამოიტანა. დღეს გვყავს მთავრობა რომელიც ურცხვად მფარველობს კრიმნალს და სიმართლეს ებრძვის. საქართველო უფკსრულისკენ მიექანება და ამას ყველა გრძნობს. უფსკრულისკენ მიგვაქანებს რუსი ოლიგარქი, რომელიც წამოსკუპებულა თქვენი შეკრების ადგილზე ზემოთ სასახლეში და დამცინავად დაგყურებთ და გეუბნებათ, რომ თურმე ყველაფერი კარგად არის და თქვენ არ გყოფნით ჭკუა და გონება, რომ შეაფასოთ რამხელა სიკეთეში ცხოვრობთ“, - განაცხადა სააკშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






