რას საქმიანობას ეწევა თავად გორჩაკოვის ფონდი, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა. თავად ფონდის ინფორმაციით, ფონდი პუტინის მითითებით არის დაარსებული და მისი მიზანია სახალხო დოპლომატიის და ასევე რუსეთისთვის კეთილგანწყობილი საზოგადოებრივი პოლიტიკური და საქმიანი კლიმატის შექმნა და წახალისება რუსეთის ფარგლებს გარეთ. 17 მარტს რუსეთის საგარეო სქმეთა მინისტრის თავმჯდომარეობით, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. ინფორმაციის თანახმად, ლავროვმა ფონდის 2014 წლის მუშაობა შეაჯამა და 2015 წლის სამუშაო გეგმა დასახა.
გორჩაკოვის ფონდის მიერ დაარსებული ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის იდეა თბილისში, ბაქოს ქუჩა #2-ში ხორციელდება.
რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც 2013 წელს დაფუძნდა, ისტორიკოსი ზაზა აბაშიძეა.
ორგანიზაცია თავის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ამის შესახებ ინფორმაციასაც აქვეყნებს, თანდართული ფოტო მასალით.
,,2 მარტს, თბილისში, ქართველი ახალგაზრდებისთვის რუსული ენის შემსწავლელი კურსების გაკვეთილები დაიწყო. ეს არის ა.მ. გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის ფონდისა და რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრის ერთობლივი პროექტი.
გაკვეთილები იმართება ცენტრის ოფისში (მის: ბაქოს ქ. 2 ტელ: + 995 32 2 94 02 20 ). ენის შესწავლას ორი ჯგუფი შეუდგა: დამწყებები და რუსული ენის მაღალ დონეზე შესწავლის მსურველები.
გორჩაკოვის ფონდმა ცენტრს ენის სწავლებისათვის შესაბამისი თანამედროვე ლიტერატურა გადასცა. გარკვეული პერიოდის შემდეგ პროგრამის მონაწილეებისათვის ხელმისაწვდომი იქნება აგრეთვე მხატვრული ლიტერატურის სახელმძღვანელოები რუსულ ენაზე.
როგორც კლასიკური სასწავლო წელი, კურსის ხანგრძლივობა იქნება 9 თვე. შეგახსენებთ, რომ რუსული ენის შესწავლა ცენტრში უფასოა“ - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.



მასალის გამოყენების პირობები






