პრემიერი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, აქციის მშვიდობიანად ჩატარება უზრუნველყონ.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ის ქვეყანაში დესტაბილიზაციის უფლებას არავის მისცემს. როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, აქციის მშვიდობიანად ჩატარებას პირადა შს მინისტრი გააკონრტოლებს.
„ამ აქციაზე იკრიბებიან ადამიანები, რომლებიც ცუდი იდეის გარშემო არიან გაერთიანებული. ცუდ იდეაში ვგულისხმობ იმას, რომ მათ ქვეყნის განვითარება და წინსვლა არ სურთ. მათი სურვილია ქვეყანაში შემოიტანონ ქაოსი და არეულობა, მაგრამ ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეაფერხებს. ჩვენ მათ კონსტიტუციურ უფლებას დავიცავთ, მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო და პირადად მინისტრი გააკონტროლებს ყველაფერს. ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ პროვოკაციას. მინდა მოვუწოდო ყველას, რომ მშვიდობიანად ჩაატარონ აქცია. სააკაშვილი იქნება თუ სხვა, არავის ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანის უფლებას არ მივცემ“, - აღნიშნა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






