პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანელ ხალხს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
მან ადგილზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მთავრობა მათ უკეთესი მომავლისთვის ყველაფერს გააკეთებს.
„ის, რომ დღეს მე და გიორგი, ვართ თქვენთან, ეს არის საქართველოს ერთიანობის და თქვენდამი სიყვარულის დემონსტრირება. ეს არის გულიდან წამოსული სიტყვები. გაზაფხულის და სიყვარულის დღეს გილოცავთ, დღეს ჩვენც თქვენთან ერთად ვზეიმობთ. მე ვაფასებ თქვენ შრომისმოყვარეობას. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის გამორჩეული რეგიონი და ჩვენ, ვიქნებით თქვენს გვერდით ყოველთვის. ჩვენი წინაპრები ყოველთვის ერთად ქმნიდნენ ქვეყნის უკეთეს მომავალს. დღეს ჩვენ ჩამოვედით ერთად იმისთვის, რომ უკეთესი მომავლის რწმენა ჩაგისახოთ“, - მიმართა პრემიერმა ხალხს.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანელები დღეს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს აღNიშნავენ. მათ დღესასწაული პრემიერმა და პრეზიდენტმა მიულოცეს.
მასალის გამოყენების პირობები






