„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„აბა, თბილისო! ჩემო საყვარელო, მრავალნაცადო, ბრძენო თბილისო. დღეს ისევ მთელი საქართველო იკრიბება შენს გულში. მთელი საქაქარველო უკვე გზადაა შენსკენ. კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ სამაგალითო მასპინძლობა. მრავალს კიდევ უფრო მრავალნი დავხვდეთ, ხმა შევუერთოდ და თავკერძა ვიგინდარას შუშის სასახლე ერთი კარგად დავუზანზაროთ! 16 საათი ახლოვდება. უკვე დროა, ავმოძრავდეთ, ერთმანეთი მოვიკითხოთ, სახლში არავინ დაგვრჩეს, ხელი ხელს ჩავკიდოთ და ვარდების მოედნიდან, რუსთაველით, თავისუფლების მოედანზე, ოჯახებისთვის, საქართველოსთვის, თავისუფლებისთვის!“, - წერს თარგამაძე.
დღეს „თავისუფლების მოედანზე“ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავს.
მასალის გამოყენების პირობები






