პრემიერი-მინისტრის თქმით, დღეს თავისუფლების მოედანზე იკრიბება ხალხი, ვინც მისტირის ბოროტებას და არგანვითარებას.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღეს თბილისში რამდენიმე ათასი ადამიანი იკრიბება ძალით და ფულით და ისინი მიტირიან წარსულს, ბოროტებას და არ განვითარებას. ჩვენ შევიკრიბეთ, რომ ვიზეიმოთ სიყვარული და დაუდასტუროთ ერთმანეთს პატივისცემა. ეს არის მომავლის საქართველოს და არა ის, რომ ზოგიერთი დესტრუქციული ძალები ცდილობენ ხელოვნურად შეაფერხონ ქვეყნის განვითარება, მაგრამ არც ერთ ძალას არ მივცემთ საშუალებას რომ ჩ ვენი ქვეყნის წინსვლა რაიმე ფორმით შეფერხდეს, ჩვენ გვჯერა ძლიერი მომავლის“, - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ აზერბაიჯანელები დღეს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს აღNიშნავენ. მათ დღესასწაული პრემიერმა და პრეზიდენტმა მიულოცეს.
მასალის გამოყენების პირობები






