,,ყოფილმა პრემიერმა ჰკითხა დღეს ჟურნალისტებს: რა გააფუჭა ამ მთავრობამ. ბევრი რომ ახლა აქ არ ვწერო, ჩამოვთვლი მხოლოდ რა გააფუჭა განათლების მავნებელმა მინისტრმა სანიკიძემ. მან:
1. გააუქმა და გაყიდა ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
2. სკოლებში დააბრუნა ძალადობა.
3. სკოლებში აღადგინა კორუფცია, ნიშნებს წერენ საჩუქრების და ფულის სანაცვლოდ
4. სკოლებში აღადგინა ფულის შეგროვება ფარდებზე, საჩუქრებზე დირექტორისთვის და ასე შემდეგ…
5. მოკლა ინგლისური ენის უცხოელი მასწავლებლების ჩამოყვანის პროგრამა
6. ჩააგდო პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა
7. გააუქმა ბილინგური სწავლება არაქართულ ენოვან სკოლებში
8. გააუქმა სტუდენტების დასაქმების საზაფხულო პროგრამა
9. გააუქმა ცერნის ფიზიკის საზაფხულო სკოლა
10. ჩამოაგდო განათლების სამინისტროს ხალხში ნდობის პროცენტი 64დან 7ზე
11. გააჩერა საატესტატო და ეროვნული გამოცდების შერწყმა რითი წაახალისა რეპეტიტორების ინსტიტუტი და 2014 წელს მშობლებმა გადაიხადეს 128 მილიონი ლარი რეპეტიტორებში
12. გააუქმა ბიზნეს ინკუბატორების შექმნა უნივერსიტეტებში
13. შეზღუდა უნივერსიტეტების ავტონომია.
14. დატოვა 20 000 ხუთწლიანი ბავშვი სკოლის გარეშე.
15. გააუქმა მასწავლებლების სახლების მშენებლობა.
16. 40 000-ით გაზარდა სტატუს შეჩერებული სტუდენტების რაოდენობა.
17. გააჩერა IB პროგრამების აღიარება, რითაც ათ ათასობით ბავშვს მოუსპო შესაძლებლობა უცხოეთში მიეღო გრანტი და განათლება
ეს რაც გააფუჭა. ცოტაა ?“ - წერს შაშკინი სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






