,,ჩვენ ვაფრთხილებდით მთავრობას... ეკონომიკა მიექანება კოლაფსისკენ“ - რეფორმატორთა კლუბი
სოც.მედია - 00:13, 21 Mar, 2015     1351
ეს არის ჩვენი, რეფორმატორთა კლუბის სტატია, რომელიც დაიწერა და გამოქვეყნდა 13 თვის წინ. ჩვენ ვხედავდით რომ ეკონომიკა მიექანება კოლაფსისკენ, ჩვენ ვაფრთხილებდით მთავრობას, მაგრამ ...

07.02.2014

საწარმოო ფაქტორები - რატომ შემცირდა ეკონომიკური აქტივობა

ეკონომიკური რეცესიის მრავალი მიზეზი მოვისმინეთ/წავიკითხეთ.

შევეცდებით ეკონომიკური ანი-ბანის გახსენებით მარტივად შევხედოთ შექმნილ ვითარებას და დავინახოთ რეალობა.

საწარმოო ფაქტორები - ეს არის რესურსების ერთობლიობა რომელიც საჭიროა დოვლათის (მომსახურებისა და საქონლის) შექმნისათვის.

კლასიკური განმარტებით საწარმოო ფაქროებია: მიწა, შრომა და კაპიტალი.

ეკონომიკური თეორიის განვითარებასთან ერთად საწარმოო დამატებით ახალ ფაქტორად - Enterprise/Entrepreneurship - საწარმოს(მეწარმეობას) განიხილავენ.

მიწა - ამ საწარმოო ფაქტორში იგულისხმება ყველაფერი რაც ადამიანის მიერ არ არის შექმნილი, მაგალითად: მიწა (მ.შ სასოფლო-სამეურნეო), ბუნებრივი რესურსები (ნავთობი, ბუნებრივი აირი), მდინარეები, კლიმატი და ა.შ.

შრომა - ადამიანის (პროფესიონალი/არაპროფესიონალი) ფიზიკური ან ინტელექტუალური გარჯა(შრომა), რომელიც ანაზღაურებადია.

კაპიტალი - ფინანსური, უძრავი, მოძრავი და საბრუნავი საშუალებები (მაგ: შენობა, საწარმო დანადგარები, მანქანები და ა.შ) ასევე, ვენჩორული(სარისკო) კაპიტალი - (სარისკო ინვესტიცია განხორციელებული მოგების მიღების მიზნით).

ახალი ხელისუფლება და საწარმოო ფაქტორები

საწარმოო ფაქტორებისადმი ცოტა გასაკვირი დამოკიდებულება აქვს ახალ ხელისუფლებას გავყვეთ თანმიმდევრობით.

მიწა - საკანონმდებლო ცვლილების შედეგად უცხოელებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვა აიკრძალა, რაც გულისხმობს რომ უცხოური ინვესტორებისათვის სოფლის მეურნეობის დარგში საწარმოო ფაქტორი მიწა საერთოდ ხელმიუწვდომელი გახდა!

გარდა ზემოთაღნიშნული შეზღუდვისა, ასევე შეიზღუდა მიწის მიზნობრიობის ცვლილების შესაძლებლობაც, კერძოდ: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიაში გადაყვანა.

თუ ამას დაუმატებთ იმ პრობლემებს, რომელიც ბოლო პერიოდში შეექმნათ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საკუთრებაში უკვე ფლობენ სასოფლო სამეურნეო მიწას, ადვილი მისახვედრია რომ აღნიშნული საწარმოო ფაქტორის ფლობა უცხოელებისათვის მაღალ რისკებთან გახდა დაკავშირებული, ხოლო ადგილობრივი მიწათმფლობელისათვის შეიზღუდა სასურველი(ხშირად ეკონომიკური საქმიანობისათვის უალტერნატივო) დანიშნულებით გამოყენება.

შრომა - შრომის კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად, ყველა თანხმდება რომ დამსაქმებლის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა! შესაბამისად წარმოების ფაქტორმა - შრომამ ასევე დამატებითი რისკები შეიძინა.

კაპიტალი - აწეული გადასახადები (მაგ: მინერალური წყალი, თამბაქო) აღსრულებაზე 6 თვიანი მორატორიუმის გამოცხადების ინიციატივა (მიღებული პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით), კაზინოების აკრძალვის ინიციატივა, ახალი ბიუროკრატიული სტრუქტურების შეხმნა, ახალი რეგულაციები და ა.შ - ყოველივე ზემოთჩამოთვლილი და სხვა მრავალი ფაქტი მეტყველებს იმაზე რომ დამატებითი რისკი აღნიშნულ საწარმოო ფაქტორმაც არა ერთ მიმართულებით შეიძინა, ზოგჯერ პირდაპირი ფინანსური ზარალიც გამოიწვია არსებული ბიზნესისათვის.

მეოთხე საწარმოო ფაქტორს, როგორც ზევით ავღნიშნე Enterprise/Entrepreneurship - საწარმო(მეწარმეობა) წარმოადგენს. აღნიშნულ ფაქტორში მოიაზრება ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი რომლებსაც აქვთ იდეა და სურვილი მოგების მიღების მიზნით შექმნან დოვლათი (საქმონელი ან მომსახურება), რისთვისაც მათ უწევთ ორგანიზება გაუწიონ მანამდე ჩამოთვლილ სამ საწარმოო ფაქტორს (მიწა, შრომა, კაპიტალი). შესაბამისად აფასებენ ყველა რისკს და შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას ბიზნესის წამოწყება არ წამოწყების შესახებ.

თუ გავითვალისწინებთ რომ, ზოგ შემთხვევაში საწარმოო ფაქტორები ხელმიუწვდომელი გახდა, ხოლო ყველა საწარმოო ფაქტორთან დაკავშირებული რისკი საგრძნობლად გაიზარდა, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს რომ ზუსტად აღნიშნულმა შეცდომება, გაუაზრებელმა ცვლილებებმა, დაუსაბუთებელმა ინიციატივებმა, ბიუროკრატიისა და რეგულაციების ზრდამ იქონია გადამწყვეტი როლი ეკონომიკურ აქტივობის შემცირებაზე.

,,რეფორმატორთა კლუბი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42