რატომ არკვევდა შსს ,,რეაქციის“ პროდიუსერებსა და ,,ქართული ოცნების“ წევრებს შორის საუბრებს
პოლიტიკა - 23:47, 20 Mar, 2015     2099
გადაცემა "რეაქციის" წამყვანის ინგა გრიგოლიას განცხადებაზე, რომ უმრავლესობის წევრებმა 21 მარტის თემის გაშუქების გამო მის გადაცემაში მონაწილეობაზე უარი თქვეს, შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია გამოეხმაურა

"თქვენ ბრძანეთ, რომ გარკვეულ მითითებას ჰქონდა ადგილი, მე დავაზუსტე და არავითარ მითითება არ ყოფილა. მათ უფლება ჰქონდათ უარი ეთქვათ. ეს არც გადაცემის ბოიკოტია და არც პიროვნულია. მათ უბრალოდ ჩათვალეს, რომ აქციაზე მიდის თუ არა მოქალაქე ეს არ არის აქტუალური"- განაცხადა იზორიამ.

ინგა გრიგოლია დაინტერესდა იმ საკითხით, თუ რატომ ცდილობდა შს სამინისტროს მაღალჩინოსანი მისი გადაცემის საკითხების გარკვევას:

"რას ნიშნავს ჩემს გადაცემაზე კომენტარი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მხრიდან? რას ნიშნავს გაარკვიეთ და როგორ გაარკვიეთ? რა ფორმით გაარკვია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რა მოლაპარაკებები იყო გადაცემის პროდიუსერებსა და უმრავლესობის წევრებს შორის"- მიმართა კითხვით გრიგოლიამ ლევან იზორიას.

"როდესაც თქვენ მითხარით ამ კითხვას დავსვამო, მე დავინტერესდი . ჩემი მოვალეობაში თქვენი უფლებების დაცვაც შედის, როდესაც თქვენ განცხადებას გააკეთებთ, რომ ვიღაცა ზეწოლას ახდენს და მითითებას აკეთებს თქვენ ჟურნალისტურ საქმიანობაზე, მე ვალდებული ვარ, რომ ამ უკანონო ქმედების მიმართ მქონდეს ჩემი პროტესტი და პრეტენზია. მე დავინტერესდი, ადგილი ჰქონდა თუ არა რაიმე სახის ზეწოლას, ეს ჩემი ლეგიტიმური უფლება. ჩვენ იმისთვის მოგვიყვანა ხელისუფლებაში ხალხმა, რომ თქვენც დაგიცვათ."- აღნიშნა იზორიამ.

გრიგოლია: "მე თავს როგორმე დავიცავ ნებისმიერი ზეწოლისგან, მე არ ვისურვებდი, რომ ჩემი გადაცემის შესახებ ინფორმაციები აზუსტოს შსს -მ. მე მაქვს ძალიან ცუდი პრაქტიკა, როგორც ჟურნალისტს შსს-სთან ურთიერთობის, რადგან ძალიან ცუდი რაღაც ხდებოდა ჩემზე. არ მინდა რომ შსს-ში მივიდე და გამოძიება დაიწყონ ან შსს-მ არკვიოს მე ვიყავი მტყუანი თუ მართალი, როდესაც ვამბობდი, რომ მოლაპარაკება მქონდა საპარლამენტო უმრავლესობასთან"

იზორიას თქმით, არ ხდებოდა საუბრის დეტალების გარკვევა, არამედ ხდებოდა იმის გარკვევა ქონდა თუ არა ზეწოლას ადგილი ჟურნალისტის საქმიანობაზე. ლევან იზორიამ არ დააკონკრეტა პირი, რომელმაც მას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ზეწოლა არ ყოფილა.

"ეს სტერეოტიპი, რომ შსს მხოლოდ პოლიციურ ფუნქციებთან არის გაიგივებული და ძალოვანი სისტემის სახელი აქვს დამკვიდრებული არის ძველი, თუ ჩვენ გვინდა ევროპული ტიპის შსს, ეს არის საშინაო ტიპის საკითხები, მათ შორის თემები რომელიც ეხება ჟურნალისტებს, ჟურნალისტის მხრიდან წამოსულ პრეტენზიებს."- განაცხადა იზორიამ.


ნინო ზედგენიძე






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42