ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს და ეს დასრულდება მთავრობის გადადგომით - ბაქრაძე
პოლიტიკა - 21:38, 20 Mar, 2015     2451

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, 21 მარტის აქციის აუცილებლობა მთავრობის პოლიტიკის გამო დადგა, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანა განვითარება შეაჩერა და ქვეყანა ყველა სფეროში უკან მიდის. ბაქრაძის თქმით ქვეყნის ეკონომიკას უფსკრულის პირასაა და თუ ჩარევა დროულად არ მოხდა, ის უფსკრულში აღმოჩნდება საიდანაც ქვეყნის ამოყვანას წლები დასჭირდება.

„ხვალინდელი აქციით ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს როგორც პოლიტიკური პარტია და ეს ახალი ეტაპი დასრულდება მთავრობის შეცვლით, რომელმაც ვერანაირი უკეთესობა ვერ მოუტანა ქვეყანას.

მე ყოველთვის ვამბობდი , რომ მე არ მომწონს ეს მთავრობა, მაგრამ პატივს ვცემ ხალხის არჩევანს , ხალხშიც იყო განწყობა რომ ვაცალოთ ამ მთავრობას. ვაცადეთ და ერთადერთი რაც მოახერხა ამ მთავრობამ არის ის რომ ყველა ოჯახში შეიტანა გაუარესება. ახლა დაცდის დრო და დაცდის რესურსი აღარ არსებობს, ამ მთავრობამ აჩვენა, რომ მას ქვეყნის წინ წაყვანა და განვითარება არ შეუძლია.

მე მინდა ვუთხრა მოსახლეობას , ხვალ ნამდვილად არაფერი არ სრულდება, პირიქით ხვალ იწყება ეტაპი , რომელიც დასრულდება იმ მთავრობის გადადგომით რომელსაც ქვეყანას უკანსვლის და სიდუხჭირის მეტი ვერაფერი მოუტანა“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის განცხადებით, იმ პირებს ვისაც ხვალინდელ აქციაში მონაწილეობის მიღება სურთ ხელისუფლება ხელოვნურ ბარიერებს უქმნის, ხდება მძღოლების დაშინება და რეგიონში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებზე ზეწოლა.

ბაქრაძის თქმით მიუხედავად იმისა რომ 15 ნოემბრის აქციას წინ უძღვოდა შავი პიარი, თითქოს ნაციონალები მაიდანის მოწყობას აპირებდნენ, ოპოზიციამ ამ აქციის ჩატარება ღირსეულად შეძლო, როგორც ბაქრაძე აცხადებს მსგავსი ღირსეული აქციის ჩატარება იგეგმება 21 მარტსაც.

„როდესაც საუბრობენ, რომ ეს ყველაფერი კეთდება ნაციონალების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად , ეს ასე არ არის. ნებისმიერი დაბრუნება და ნებისმიერი თანამდებობა ჩემთვის იქნება მისაღები მაშინ, როდესაც ეს იქნება ქართველი ხალხის ნება და არჩევნების შედეგი. ის რომ ჩვენ მთავრობის გადადგომას ვითხოვთ ეს არ კეთდება იმისთვის, რომ ვიღაცა მოვიდეს და მათი სკამი დაიკავოს. ეს არ არის სკამისთვის ბრძოლა. ჩვენ მთავრობის გადადგომას ვითხოვთ იმიტომ, რომ ყოველი დღე არის უარესობისკენ წასვლის და თუ ეს არ შეჩერდა უახლოეს თვეებში შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკა ისეთ უფსკრულში ჩავარდეს, რომ იქიდან ამოსვლას წლებიც არ ეყოფა. ეს არ არის ნაციონალების მოსაბრუნებელი აქცია ეს არის ამ ქვეყნის განვითარების გასაგრძელებელი აქცია.“- განაცხადა ბაქრაძემ.


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42