უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა გვენეტაძეს იმისთვის, რომ მან მოახერხა პარლამენტში კონსესუსის მიღწევა.
"დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა მიიღო. დიდი მადლობა ნინო გვენეტაძეს, რომელმაც პარლამენტში კონსენსუსის მიღწევა მოახერხა. ეს მისი დამსახურებაა და არა ჩვენი.
ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ათი წლის ვადით არის განსაზღვრული. მინდა გამოვთქვა იმედი და რწმენა იმისა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქართული მართლმასჯულება იყოს ყველაზე უფრო სანდო, ინსტიტუტი, რომელიც მოქალაქეებში იწვევს ნდობას, რომ სასაართლო არის გარანტი და სამართალი არ დაიკარგება. გისურვებთ ამ პრინციპების ერთგულებას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, დღეს 88 ხმით აირჩია.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






