რუსლან ბაზიაშვილის თქმით, ის კანონის დაცვით იქცეოდა და ვალდებული იყო, როგორც პოლიციელი, არსებულ გადაცდომებზე რეაგირება მოეხდინა და ინფორმაცია საზოგადოებისათვის მიეწოდებინა.
დეპუტატი გივი თარგამაძე კი არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს ამ საკითხით დაინტერესდნენ და ყოფილი პოლიციელის უფლებები დაიცვან.
„როგორც დეპუტატს, მაქვს უფლება და ვალდებულება იმისი, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მოვიპოვო და არ დავასახელო წყარო. ამის კონსტიტუციური უფლება მაქვს. ბატუტზე მოხტუნავეებს შეუძლიათ, კონსტიტუცია წაიკითხონ. არავის ეშინია მათი მუქარების. ეს არის საქმე, რომელიც აუცილებლად სტრასბურგის სასამართლოში წავა. ვფიქრობ, რომ ბაზიაშვილმა უნდა გაასაჩივროს მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. აღძრან სისხლის სამართლის საქმე იმ პოლიციელების მიმართ, ვინც კანონიერ ქუდებს საზღვარზე აპარებს. აი, მაშინ ვისი თავები დაიყრება, მაგასაც ვნახავთ,“ - აცხადებს გივი თარგამაძე.
როდის შეიტანს სარჩელს სასამართლოში რუსლან ბაზიაშვილი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






