,,ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ ერთ უცნაურობას: პუტინი საბოლოოდ გადაიხარა რუსეთის მართვის იმ მოდელისკენ, რომელმაც ერთხელ უკვე გამოიწვია რუსეთის კრახი და დაშალა საბჭოთა რუსული იმპერია, ანუ თამამად შეიძლება ითქვას - პუტინი დაადგა გარდაუვალი პოლიტიკური სუიციდის გზას.
სავარაუდოდ რუსეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ამ ჯერზე მას მაინც გაუმართლებს და შეძლებს ბედის მოტყუებას. სხვას ვერაფერს მიაწერ მისი მხრიდან საბჭოთა ლიდერების მსგავსი ნაბიჯების კოპირებას, დაწყებული საერთაშორისო ავანტიურებიდან, როგორიც იყო აგვისტოს ომი და დღეს უკრაინა, გაგრძელებული მოულოდნელი გაქრობის ინსპირაციით და დასრულებული პიარ ფილმით, სადაც ცდილობს უძლეველობის, სიმხნევისა და ენერგიულობის დემონსტრირებას, რასაც საერთაშორისო ექსპერტებიც აღნიშნავენ. თუმცა ამ ყველაფრის უკან გარკვევით ჩანს, რომ მისი ძლევამოსილებისა და დაუმარცხებლობლის აურა აშკარად გაქრა.
პიარ ფილმთან ერთად კი გამოჩნდა პუტინი მაგრამ, ეს უკვე დიდი ვერაფერი შეღავათია, მისი გეგმა, დააშინოს შიდა მტრები, საკმაოდ დიდი ფასია იმისთვის, რაც გამოიკვეთა - რუსეთის მყიფე მმართველობის სისტემა. ვერაფერი შეაჩერებს თუნდაც იმას, რომ მსოფლიომ და რუსეთის ფედერაციის შიგნითაც უკვე დაიწყო საუბარი პუტინის შემდგომ პერიოდზე და ჩემი აზრით, ეს სისტემის აგონიაზე მიანიშნებს, რაც აშკარა კატასტროფაა რუსეთისთვის, თუმცა დანარჩენს მსოფლიოს, ეს, პრიციპულობის დათმობის უფლებას არ აძლევს, მათ შორის საქართველოს. თუ გავითვალისწინებთ პესკოვის გუშინდელ განცხადებას, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს რუსეთის ჩვეული ცინიზმი და დაღმართზე დაქანებული პუტინის განზრახვა“ -წერს ბაჩუკი ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






