სუს-ის დახმარებით აქციაზე რეგიონებიდან ჩამომსვლელები არ შეაფერხოთ - გაბაშვილი მთავრობას
პოლიტიკა - 18:27, 20 Mar, 2015     2273

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გოკა გაბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ხვალინდელი აქციის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. გაბაშვილმა საქართველოს მთავრობას და შსს-ს თანამშრომლობის მიუხედავად მოუწოდა, რომ უწყების სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) დახმარებით, აქციაზე რეგიონებიდან ჩამომსვლელებს ხელი არ შეუშალონ.

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის განცხადებით, პარტიის წევრებს აქვთ ინფორმაცია, რომ მოსალოდნელია პროვოკაციული ქმედებები და დასავლეთ საქართველოდან აქციაზე ჩამოსვლის მსურველებს შესაძლოა სუსის თანამშრომელთა გარკვეულმა ჯგუფებმა ხელი შეეშალოთ.

„ჩვენ, ერთი მხრივ, მივესალმეთ საპატრულო პოლიციის სურვილს, რომ აქციის საორგანიზაციო საკითხებზე გაგვემართა შეხვედრა, რომელიც გაიმართა კიდეც, მაგრამ მეორე მხრივ, გვინდა მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას, მეორე ხელით, თავისი პოლიციის სხვა დანაყოფის - სუს-ის ხელით, ნუ შეეცდებიან მცირე პროვოკაციებით ხელი შეუშალონ აქციაზე მოსვლის მსურველ ადამაინებს.

ხვალ ყველა ჩვენი მხარდამჭერი მოემართება აბსოლუტურად მშვიდობიანი განზრახვებით, მაგრამ ძალიან მტკიცედ, მყარად საქართველოს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით და ნუ შეეცდებიან, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, რისი ინფორმაციებიც ჩვენ გვაქვს, აჭარაში თუ სამეგრელოში, მცირე პროვოკაციებით აქციისთვის ხელის შეშლას“,- აცხადებს უმცირესობის დეპუტატი.

გაბაშვილის განცხადებით, აქციის საწინააღმდეგო ქმედებები უშედეგო იქნება, რადგან მთავრობის წინააღმდეგ განწყობილი საზოგადოება პროტესტის გამოსახატად შესაბამის ფორმებს მაინც მოძებნიან.

თავისუფლების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, აქცია ხვალ 16:00 საათზეა დაგეგმილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42