ქადაგიძე ივანიშვილის კრიტიკას კიდევ ერთხელ პასუხობს
პოლიტიკა - 17:57, 20 Mar, 2015     1702
ყოფილი პრემიერ მინისტრის მიერ ეროვნული ბანკის ქმედებებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე გამოეხმაურა. ქადაგიძის თქმით, სებ-ი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეკონომიკაში არსებული პრობლემები შეარბილოს. საკითხის ფუნდამენტურად მოსაგვარებლად კი ქადაგიძის თქმით საჭიროა ქვეყანაში ფუნდამენტური ფაქტორები გამოსწორდეს, რათა ქვეყანაში ვალუტის შემოდინების აღდგენა მოხდეს

"ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ქმედებები, იყო და არის სწორი, დროული და ადეკვატური. ეს აღიარებულია ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ არაერთხელ. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანმიმდევრულად იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც საჭიროა, რათა მაქსიმალურად შევარბილოთ ის პროცესები, რაც დღეს ეკონომიკაში მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეროვნული ბანკის გადადგმული ნაბიჯები და მიღებული გადაწყვეტილებები აღიარებული და მხარდაჭერილია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არაერთხელ ბოლო პერიოდის განმავლობაში", - განაცხადა ქადაგიძემ.

ქადაგიძის თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით ის დეტალურად პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარდგენისას ისაუბრებს:

"ვფიქრობ, ლარის კურსთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში ბევრი საუბარი და მსჯელობა იყო. უფრო დეტალურად ამასთან დაკავშირებით ვისაუბრებ, როდესაც პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარვსდგები. დაახლოებით ერთი თვეა დარჩენილი. წლიური ანგარიშის განხილვის დროს გვექნება ძალიან დეტალური განხილვა ყველა პროცესის", - აღნიშნა ქადაგიძემ.

შეგახსენებთ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ივანიშვილის თქმით, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსთან დაკავშირებით ჩარევა დააგვიანა და ეს პროცესი აჟიოტაჟში გადაიტანა.


ნინო ზედგენიძე







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42