არ შეეძლო და შარვლიდან ხტებოდა სააკაშვილი, მივიღეთ კატასტროფა 2008 წელს - ივანიშვილი
პოლიტიკა - 17:02, 20 Mar, 2015     1546
სამოქალაქო სექტორში გადასულმა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, დღეს, კომენტარი საქართველოს სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებითაც გააკეთა, ივანიშვილის შეფასებით საქართველომ თავის ყველა მეზობელთან ურთიერთობა მოლაპარაკებების გზით უნდა დაალაგოს.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდეს, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს.

„საერთო დამოკიდებულება უნდა იყოს ის, რომ მოლაპარაკებებით უნდა მოვახერხოთ და დავალაგოთ ჩვენს ყველა მეზობელთან ურთიერთობა და ყველა სახელმწიფოსთან, რომელთან ურთიერთობა გვაქვს.

ანექსიის გაღრმავების პროცესი გრძელდება. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია. აქაც სწორად უნდა შეაფასოთ - როგორც სამუშაო ადგილებზე, ეკონომიკაზე, რაც შეუძლია და ვერ აკეთებს, იქ უნდა გააკრიტიკოთ. ამის მაგალითი კარგი გვაქვს, რაც არ შეეძლო და შარვლიდან ხტებოდა სააკაშვილი, მივიღეთ კატასტროფა 2008 წელს.

დღეს რაც შეუძლია, ჩემი აზრით, ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, მაქსიმალურად ახერხებს, რომ ჩვენი სიტუაცია იმ დონეზე მაინც დავიჭიროთ, რომ არაღიარების პროცესი გაგრძელდეს. რაც შეიძლება მაღლა უნდა ავწიოთ ეს თემა და დავიხმაროთ საერთაშორისო თანამეგობრობა, განუხრელად უნდა გავაგრძელოთ ის, რაც დაინერგა 2014 წლის თებერვლიდან“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერი სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულების დაჯილდოებას დაესწრო, რომელიც პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42