მსოფლიო ბანკი ადასტურებს, რომ სახელმწიფო ფინანსების აღრიცხვა კანონთან შესაბამისობაშია
პოლიტიკა - 16:45, 20 Mar, 2015     1331

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ფინანსთა სამინისტროს მისამართით გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის წამყვანმა ეკონომისტმა, რაშმი შანკარმა ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილესთან გიორგი თაბუაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა:
„მსოფლიო ბანკი ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა ფისკალური დეფიციტის დაანგარიშებას ახორციელებს საქართველოს საბიუჯეტო (მე-18 მუხლი) და საგადასახადო კოდექსების (63 მუხლი, 8 პუნქტი) თანახმად, სადაც სათანადოდ არის გაწერილი ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვისა და ანგარიშგების პროცედურები.

გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი აფასებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს მთავრობა გვაწვდის დეტალურ და გამჭვირვალე ინფორმაციას, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებლობა გვეძლევა განვახორციელოთ შემდგომი ანალიზი.

ბანკის შეფასებით, 2014 წლის ფისკალური დეფიციტი შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 2.95 პროცენტს, რომელიც მათ შორის, მოიცავს გადასახადების დაბრუნების სპეციალურ ანგარიშზე განთავსებულ თანხებს, რაც ასევე შეთანხმებულია საქართველოს მთავრობასთან და ეფუძნება ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას“.- განაცხადა რაშმი შაკნერმა.


შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ კვლევებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის დეფიციტის მონაცემების მანიპულირება მოახდინა.


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42