ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს საყვედურობს და ამბობს, რომ არასწორია რესპოდენტს კითხვით მიმართო მაშინ, როდესაც მას პასუხის გაცემა არ სურს.
ამ კონტექსტში ექსპრემიერის სამ ტელეკომპანიას - „რუსთავი 2“-ს, „ტაბულას“ და „მაესტროს“აკრიტიკებს.
"როგორც იცით, ძალიან პუნქტუალური გახლავართ. ვჩქრობდი ძალიან და თქვენ წასვლის საშუალებას არ მაძლევდით. ძალიან ცუდი ფაქტი დაფიქსირდა. ძალადობა გახლდათ, რაც მოგახსენეთ და ამის ავტორები გახლდნენ „რუსთავი 2“, „ტაბულა“ და „მაესტრო“ უბამდა მხარს. ძალიან სიმბოლური იყო როგორ მომყვებოდით. პირველ ადგილზე იყო „ტაბულა“, შემდეგ „რუსთავი 2“ და ამის შემდეგ „მაესტრო“. სიმბოლურია, როგორ ახერხებთ ამ ორი წლის განმავლობაში სიცრუის ტირაჟირებას. საინტერესოა როგორ ახერხებთ სხვა ტელევიზიების ჩაბმას ამ ფერხულში“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






