პრეზიდენტმა თავდაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის 11 სამხედრო ღირსების ორდენით დააჯილდოვა
პოლიტიკა - 15:04, 20 Mar, 2015     975
საქართველოს პრეზიდენტმა ქართული არტილერიის 23 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

უმაღლესმა მთავარსარდალმა თავდაცვის მინისტრთან ერთად დაღუპულ არტილერისტთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისა და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო.

გიორგი მარგველაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნის წინაშე ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„მინდა განსაკუთრებით მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს ვინც იარაღით ხელში ყოველდღიურად ემსახურება იმას, რომ ჩვენს მოქალაქეებს მშვიდად ეძინოთ. მათ ვინც თავისი პროფესიონალიზმით იცავს ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სამშობლოს ღირსებას, მშვიდ ძილს და განვითარებას. ქართველ არტილერისტებს აქვთ საამაყო ბიოგრაფია, ეს ბიოგრაფია იწყება საქართველოს პირველი რესპუბლიკიდან. მაშინ როდესაც თებერვალში ჩვენ გვიტევდა მე-11 არმია, არტილერიამ შეძლო და შეაჩერა მოწინააღმდეგე და დიდი ზიანი მიაყენა მტერს. ეს ბიოგრაფია გრძელდება თანამედროვე საქართველოშიც, როდესაც არტილერიამ მარტში, შეძლო და გარდამტეხი დარტყმა მიაყენა მტერს აფხაზეთის ომში. ყოველივე ეს ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს დიდი მადლიერებით განგვაწყობს თქვენს მიმართ. ჩვენ მადლიერი ვართ იმ სამსახურისთვის რომელსაც თქვენ სამშობლოსთვის წევთ. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი შრომისთვის და თავდადებისთვის. ჩვენ მუდამ გვახსოვს ის გმირობა რომელიც ჩაუდენათ ჩვენს წინაპრებს და ამ გმირობის საფუძველზე ვაშენებთ ახალ სახელმიწფოს, ახალ საქართველოს, რომლის შეიარაღებული ძალებიც იქნება ისეთი ძლიერი რომ ნებისმიერ მტერს გაუქრობს იმის სურვილს, რომ ჩვენს მშვიდობისმოყვარე ქვეყანას რაიმენაირად დაგვემუქროს. ამის გარანტი ხართ თქვენ, ამისი გარანტი არიან შეიარაღებული ძალები, რომლებიც არამარტო საქართველოში არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიამაყით აღავსებენ ყველა ქართველის გულს, რადგან ისინი არიან გამორჩეულები, მათ პატივს სცემენ როგორც კოლეგებს და მათი ეშინიათ მტრებს. კიდევ ერთელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე ქართველი ხალხის სახელით და მადლობა გითხრათ სამსახურისთვის.-“განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა.

ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა ღირსების ორდენით თავდაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის 11 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა. ღონისძიების დასრულების შემდეგ უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედროებთან ერთად ისადილა.

ქართული არტილერიის დღე 15 მარტს აღინიშნება, თუმცა ორი გამოჩენილი კურსანტის დაღუპვის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა არტილერისტებს პროფესიული დღე 20 მარტს მიულოცა.




ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42