აქცია რუსთაველის გამზირის ნაცვლად თავისუფლების მოედანზე გაიმართება - ჯაფარიძე
პოლიტიკა - 14:29, 20 Mar, 2015     3281
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებით, 21 მარტს აქცია რუსთაველის გამზირის ნაცვლად თავისუფლების მოედანზე გაიმართება. ჯაფარიძის თქმით, ლოკაციის შეცვლის მიზეზი აქციაზე მოსახლეობის დიდი რაოდენობით დასწრების სურვილმა განაპირობა. ჯაფარიძე აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები ვარდების მოედანსა და კოლმეურნეობის მოედანზე შიკრიბებიან, რის შემდეგაც თავისუფლების მეოდნისკენ დაიძრებიან.

„როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ეკონიმიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ხვალ, 21 მარტს ჩვენ ვმართავთ თბილისში საპროტესტო აქციას, რომლის მთავარი მოწოდებაც არის გადადგეს საქართველოს უნიათო მთავრობა სრული შემადგენლობით. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით იმდენად დიდი არის სურვილი აქციაზე მომსვლელების, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ აქციის დისლოკაცია შევცვალოთ და ნაცვლად რუსთაველის გამზირისა, აქცია გაიმართება თავისუფლების მოედანზე. მანამდე იქნება ორი დიდი შეკრება: ერთი ვარდების მოედანზე , მეორე ეგრეთ წოდებულ კოლმეურნეობის მოედანზე, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ. აქცია დაიწყება თავისუფლების მოედანზე 16:00 საათისთვის და სწორედ იქ შედგება აქციის ძირითადი ნაწილი, ეგრეთწოდებული მიტინგი.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოუწოდებთ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც თვლის რომ ის არის მოტყუებული ამ ხელისუფლების მიერ, ვინც თვლის რომ არის შეურაწყოფილი ამ ხელისუფლების უტიფარი განცხადებებით, ვინც თვლის რომ ეს ხელისუფლება არის უნიათო და უნდა გადადგეს, მოვიდეს 21 მარტს 16:00 საათზე თავისუფლების მოედანზე და ერთად მოვითხოვოთ რომ გადადგეს საქართველოს უნიათო მთავრობა,“-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42