უმრავლესობის დეპუტატი ნოდარ ებანოიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ მიერ საქართველოს ბიუჯეტის შესახებ გაკეთებულ კვლევას ეხმაურება და ამბობს, რომ 2014 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით უწყების განმარტებები სწორია.
თუმცა ებანოიძე აქვე ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი, რომელიც ბიუჯეტზე მუშაობს, საკმაოდ კვალიფიციურია.
"ის ადამიანი, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოდან" ბიუჯეტის მონიტორინგს აკეთებს, კვალიფიციურია. რა თქმა უნდა, თუ მან გააკეთა. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს, მათი არგუმენტი გასაგებია, გადაჭარბებული თანხა იყო და მიიმართა იქ, სადაც საჭირო იყო“, - განაცხადა ებანოიძემ.
შეგახსენებთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ“ ფინანსური უწყება რიცხვებით მანიპულირებასა და არასწორი მაჩვენებლების გამოქვეყნებაში დაადანაშაულა.
მასალის გამოყენების პირობები






