საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არტილერისტებს პროფესიული დღე მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც მარგველაშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ქართველ არტილერისტებს საამაყო ბიოგრაფია აქვთ და ეს ბიოგრაფია საქართველოს პირველი რესპუბლიკიდან იწყება.
„ჩვენ მუდამ გვახსოვს ის გმირობა, რომელიც ჩაუდენიათ ჩვენს წინაპრებს და ამ გმირობის საფუძველზე ვაშენებთ ახალ სახელმწიფოს, ახალ საქართველოს, რომლის შეიარღებული ძალებიც იქნება ისეთი ძლიერი, რომ ნებისმიერ მტერს გაუქრობს სურვილს, რომ ჩვენ, მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოს რაიმენაირად დაგვემუქროს. ამის გარანტი ხართ თქვენ, ამის გარანტი არიან შეიარაღებული ძალები, რომლებიც არა მარტო საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიამაყით აღავსებენ ყველა ქართველის გულს, რადგან ისინი არიან გამორჩეულები, მათ პატივს სცემენ როგორც კოლეგებს და მათი ეშინიათ მტრებს“, - მიმართა პრეზიდენტმა არტილერისტებს.
მასალის გამოყენების პირობები






