NGO-ები "ოცნებისგან" თოფაძე-ტყემალაძის განცხადებებთან დაკავშირებით რეაგირებას ითხოვენ
პოლიტიკა - 12:35, 20 Mar, 2015     940
არასამთავრობო ორგანიზაციები გოგი თოფაძის და ზურაბ ტყემალაძის მიერ NATO- სთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს მოსახლეობაში საქართველოს ევროინტეგრაციის კურსის მიმართ ნიჰილისტური განწყობებისა და ანტი-დასავლური დამოკიდებულების ღია და დაუფარავ დამკვიდრების მცდელობად მიიჩნევენ და „ქართული ოცნების“ წევრ პოლიტიკური გაერთიანებებს, კოლეგების ანტიდასავლური შინაარსის განცხადებებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ.

NGO- ების განცხადებას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„უაღრესი შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს ბოლო დროს საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ ლიდერების გოგი თოფაძისა და ზურაბ ტყემალაძის მიერ გამოთქმულ იმ მოსაზრებებს, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხის ეჭვქვეშ დაყენებას. ეს ცალსახად შეიძლება მიჩნეულ იქნას მოსახლეობაში საქართველოს ევროინტეგრაციის კურსის მიმართ ნიჰილისტური განწყობებისა და ანტი-დასავლური დამოკიდებულების ღია და დაუფარავ დამკვიდრების მცდელობად.

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ფრაქციას საკუთარ პოლიტიკურ პლატფორმაში გაცხადებულ მიზნებს შორის დასახელებული აქვს ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის გაღრმავება, ფრაქციის ლიდერთა ბოლო დროინდელი საჯარო განცხადებები ამ კურსის მკვეთრად საპირისპირო ხასიათს ატარებს. მეტიც, ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარის ბატონ გოგი თოფაძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უნდა შეიზღუდოს და აიკრძალოს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, აგრეთვე მათი დადანაშაულება ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, პარალელების გავლება ერაყთან, იუგოსლავიასთან, არაბეთის ქვეყნებთან არის რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკის იდენტური და შეიძლება ჩაითვალოს როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის ღია მუქარად საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ამასთან ერთად, თავის საჯარო განცხადებებში ბატონი გოგი თოფაძე პირდაპირ ადანაშაულებს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს – შეერთებულ შტატებს, არასამთავრობოების მეშვეობით სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობის მხარდაჭერაში სხვადასხვა ქვეყნებში, რაც ასევე რუსეთის მოქმედი ხელისუფლების და კონტროლირებადი მედიის რიტორიკის იდენტურია. ვფიქრობთ, რომ „მრეწველების“, როგორც მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიის აღნიშნული პოზიცია საფრთხის ქვეშ აყენებს ასევე საქართველოს და დასავლეთის პარტნიორი ქვეყნების სტრატეგიულ ურთიერთობის საკითხს.

გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით გამყარებული უფლებაა, საკუთარი პოზიცია ქვეყნის მოწყობისა თუ საგარეო ურთიერთობების შესახებ შეიძლება ქონდეს ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას ხოლო „ქართული ოცნება“ არის სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებებისგან შემდგარი კოალიციური ერთობა, თუმცა ვფიქრობთ, რომ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც არის ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური არჩევანი თუ დემოკრატიული ინსტიტუტების საქმიანობის თავისუფლება თანაბარწილად გაზიარებული უნდა იყოს მასში შემავალი ყველა პარტიის მიერ. ყოველ შემთხვევაში ამას ადასტურებს კოალიციის წინასაარჩევნო პლატფორმა. ყოვლად წარმოუდგენელია, მაღალი პოლიტიკური კულტურისა და ტრადიციების ქვეყანაში ერთ პოლიტიკურ გაერთიანებაში შემავალ სუბიექტებს გააჩნდეთ განსხვავებული მიდგომები ისეთ სტრატეგიულ და ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორც არის ქვეყნის დემოკრატიული მოწყობა და საგარეო კურსი.

შესაბამისად, ჩვენი ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან დროს, როდესაც საქართველო წარმატებით ცდილობს მოახდინოს ინტეგრაცია ევროკავშირის სტრუქტურებთან, როდესაც პირველად მიღწეულია შეთანხმება საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, როდესაც რუსეთის ფედერაცია ახდენს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ანექსიას, მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადებები ატარებს ქვეყნისთვის საგანგაშო და საზიანო ხასიათს, საზოგადოებაში აჩენს კითხვებს მმართველი პოლიტიკური ძალის საგარეო-პოლიტიკური და დემოკრატიული ორიენტირების შესახებ და იმსახურებს საზოგადოების მხრიდან შესაბამის რეაგირებას.

აქედან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები და მოქალაქეები, მოვუწოდებთ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრ პოლიტიკურ გაერთიანებებს საჯაროდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია მათი კოლეგების ანტიდასავლური შინაარსის განცხადებებთან დაკავშირებით.

მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ კოალიციურ და პოლიტიკურ საბჭოებს იმსჯელონ და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ „ქართული ოცნების“ კოალიციური საბჭოს წევრების განცხადებებზე, რადგან ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსი არის საქართველოს მოსახლეობის მიერ რეფერენდუმზე მხარდაჭერილი არჩევანი, რომლისკენაც მიისწრაფის ჩვენი საზოგადოება. შესაბამისად, „ქართული ოცნების" კოალიციის ზოგიერთი წევრის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ ეს თითქოსდა ბატონების გოგი თოფაძის და ზურაბ ტყემალაძის პირადი მოსაზრებებია, ვერ იქნება გაზიარებული ქართული საზოგადოების იმ უმრავლესობის მიერ, ვინც ჯერ კიდევ წლების წინ დააფიქსირა დასავლური კურსისადმი საკუთარი მხარდაჭერა.“- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელი უკვე მოაწერეს შემდეგმა სუბიექტებმა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) , სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ადამიანის უფლებათა ცენტრი, Economic Policy Research Center (EPRC), Georgian Association of Regional Broadcasters (GARB), კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი (In-depth Reporting and Advocacy Center), კონსტიტუტიციის 42-ე მუხლი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42