ჩეხეთის საგარეო უწყება რუსეთ-ცხინვალის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას გმობს
პოლიტიკა - 11:13, 20 Mar, 2015     1097

ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. „ხელშეკრულების“ ხელმოწერის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

ჩეხეთის საგარეო უწყება გმობს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. „ხელშეკრულების“ ხელმოწერას და მას რეგიონში უსაფრთხოების სიტუაციის სტაბილიზაციის კუთხით ძალისხმევის შემდგომი გართულებისკენ მიმართულ ნაბიჯს უწოდებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, ისევე როგორც, რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის წინაშე აღებულ ვალდებულებებს. სამინისტროს განცხადებით, იმ ფაქტმა, რომ ე.წ. „ხელშეკრულების“ ხელმოწერა გაიმართა სწორედ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღეს, რადიკალურად გაართულა ამ მოლაპარაკებების ატმოსფერო.

"ჩეხეთის რესპუბლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ და თანმიმდევრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩეხეთის მხარე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გადადგას საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ცალმხრივად აღებული ვალდებულების შემხვედრი ნაბიჯები და ხაზს უსვამს, საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით ღონისძიებების გატარების აუცილებლობას, რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42