"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანი პრემიერის კონსტიტუციის წაკითხვას ურჩევს.
ამის შესახებ დეპუტატმა პრემიერის მიერს გუშინ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, კონსტიტუციაში გაწერილია, რომ დეპუტატს აქვს უფლება ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს.
“საქართველოს უნიათო პრემიერს, რომელიც არ არის დაკავებული საქმით და ქვეყანა ყოველდღიურად უკან მიდის, მინდა შევახსენო კონსტიტუცია, სადაც 52-ე მუხლში შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს პარლამენტის წვერს აქვს უფლება ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს. დაუშვებელია ამ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი მასალის დაყადაღება. ეს უფლება პარლამენტის წევრს უნარჩუნდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ“, - აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.
პრემიერი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და პროკურატურას ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, აღმაშფოთებელია, როდესაც პარლამენტის წევრი უკანონოდ იპოვებს ინფორმაციას პოლიციელისგან.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






