პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მიმართ ინვესტორების მხრიდან ინტერესი დღითიდღე მატულობს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა "შუახევიჰესის" პროექტის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა, ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, რომ მხოლოდ ჰიდროსექტორში რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვიდეს.
„ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ ამ სექტორში შემოვიტანოთ რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიცია. როდესაც უცხოელ ინვესტორებს შევხვდი ვუთხარი, რომ საქართველოში ინვესტიციას ახორციელებს ისეთი დიდი კომპანია, როგორიცაა "თათა ჯგუფი". მათთვის ყველაფერი ნათელი ხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მიმართ ნდობა დღითიდღე მატულობს და საქართველოს მთავრობა არის მეგობრულად განწყობილი ინვესტორებისადმი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ინვესტორმა მაქსიმალურად დაცულად იგრძნოს თავი საქართველოში“, - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






