უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, ნდობის ჯგუფის წევრს დამოუკიდებლად მოქმედების უფლება არ აქვს.
ამის შესახებ სესიაშვილმა გივი თარგამაძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ინფორმაცია, რომელიც გივი თარგამაძემ პოლიციელს სთხოვა ნდობის ჯგუფის კომპეტენციას სცდება.
„ის ინფორმაცია, რომელსაც ბატონი თარგამაძე ითხოვდა სცდება ნდობის ჯგუფის კომპეტენციას. ამ თემაზე ნდობის ჯგუფის ფორმატში ვიმსჯელებთ, რადგან ვფიქრობ, ბატონმა თარგამაძემ თავის უფლებას გადააჭარბა", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გივი თარგამაძისთვის ინფორმაციის მიწოდების გამო შსს-ს თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი გაათავისუფლა.
მოგვიანებით, გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ შსს-დან გათავისუფლებული თანამშრომელი მას ინფორმაციებს აწვდიდა, როგორც დეპუტატსა და ნდობის ჯგუფის წევრს.
მასალის გამოყენების პირობები






