პრემიერ-მინისტრის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და პროკურატურას ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღმაშფოთებელია, როდესაც პარლამენტის წევრი უკანონოდ იპოვებს ინფორმაციას პოლიციელისგან.
„მინდა მივმართო პროკურატურას, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს აღნიშნული საკითხის შესწავლა და თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები მოახდინოს რეგირება. ეს არის დაუშვებელი, ვინც არ უნდა იყოს ის. დღეს საქართველოში არავინ არ დგას კანონზე მაღლა. ასე, რომ იქნება ეს პარლამენტის წვერი თარგამაძე თუ სხვა მან პასუხი უნდა აგოს სრული სიმკაცრით. ეს არის შეურაცხმყოფელი პოლიციელისთვის და სამინისტროსთვის. მინდა მივმართი შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაუყვნებილ დაიწყოს ფაქტზე გამოძიება და დაადგინონ შეიცავდა თუ არა ფაქტი დანაშაულის ნიშნებს. ეს არის აღმაშფოთებელი, რომ პარლამენტის წევრი უკანონოდ იპოვებდეს ინფორმაციას პოლიციელის თანამშრომლისგან“, - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გივი თარგამაძისთვის ინფორმაციის მიწოდების გამო შსს-ს თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი გაათავისუფლა.
"დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა „დიჯიპასი“-ს მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა, მოქალაქე რამაზ დევაძის შესახებ ინფორმაცია არასამსახურებრივად მოიძია და საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა გივი თარგამაძეს მიაწოდა", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






