ჭყოიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პერსპექტივა ევროატლანტიკური პოზიციით არარეალისტურია და შეხვედრას ამ საკითხთან დაკავშირებით სასაუბროდ პრემიერ-მინისტრთან ითხოვს.
„მჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მომხრეა რუსეთთან ურთიერთობის. ვინაიდან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში არავინ გველოდება. ყველა დიდი ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო ნატოში ვერ შევა. ჩვენ წერილი გვაქვს გაგზავნილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ველოდებით მისგან პასუხს. ჩვენ გვსურს მასთან შეხვედრა, რომ გავაცნოთ ჩვენი ხედვები საქართველოს მომავალთან დაკავშირებით“,- განაცხადა არჩილ ჭყოიძემ.
ცნობისათვის, 10 წლის მანძილზე ჩატარებული ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მომხრეა.
მასალის გამოყენების პირობები






