როგორც ნიკა ჩიტიძემ "ნიუპოსტს" განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის შეხვედრაზე შეთანხმება მოხდება, იგი აუცილებლად ნეიტრალურ ტერიტორიაზე უნდა შედგეს.
ექსპერტის თქმით, შესაძლოა პესკოვის მიერ ამ განცხადების გაკეთების მიზანი, მხოლოდ რუსეთის მეგორბულ სახელმწიფოდ წარმოჩენა იყოს და რეალურად შეხვედრაზე საუბარი არც მიმდინარეობდეს.
"თუ პრეზიდენტების შეხვედრა გადაწყდება, იგი უნდა გაიმართოს ნეიტრალურ ქვეყანაში. გიორგი მარგველაშვილი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავიდეს რუსეთში და არ ეწვიოს „ამხანაგ“ პუტინს. რაც მთავარია, ეს არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის.
მე არ მგონია, რომ პუტინს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის განზრახვა ჰქონდეს. ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ჩანს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის სურვილი, წარმოაჩინოს რუსეთი, როგორც ქვეყანა, რომელსაც სურს კეთილმეზობლური ურთიერთობა. პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო და რუსეთი მეგობრული ქვეყნები არიან, არ მესმის რა უნდა იყოს ამაზე მეტი ცინიზმი, როდესაც რუსეთი პარალელურად ხელშეკრულებებს აფორმებს ცხინვალის და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებებთან,“-განაცხადა ნიკა ჩიტიძემ.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ქართველი და რუსი დიპლომატები გიორგი მარგველაშვილისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას არ გამორიცხავენ.
მასალის გამოყენების პირობები






