,,ცხინვალთან ხელშეკრულება საქართველოს და ევროპის მიმართ რუსეთის პოლიტიკის გაგრძელებაა“ - აპატურაი
პოლიტიკა - 17:26, 19 Mar, 2015     1384
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმ აპატურაის განცხადებით მოსკოვსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ძალიან ბევრი მიმართულებით ნეგატიურ ნიშნებს შეიცავს. აპატურაი ეთანხმება მოსაზრებას, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიის მცოცავ ანექსიას ახორციელებს:

„არ მგონია, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის სიურპრიზი იყოს, რომ ჩვენ არ ვცნობთ ე.წ ხელშეკრულებებს, რომელსაც არ აქვს კანონიერი, იურიდიული საფუძველი. ნატო და ნატოს მოკავშირეები არასდროს აღიარებენ მათ. ნატო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

გუშინ ხელმოწერილი ხელშეკრულება ძალიან ბევრი მიმართულებით არის ნეგატიური სიგნალი, ეს არის რუსეთის პოლიტიკის გაგრძელება საქართველოს და ევროპის მიმართ,. რუსეთს სურს ხელი შეუშალოს ქვეყნებს დამოუკიდებლად გააკეთონ არჩევანი. ცუდი სიგნალი იმის გამოც, რომ ეს ე.წ ხელშეკრულება ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებთან მიმართებაში უფრო ფართოა ვიდრე ე.წ ხელშეკრულება აფხაზეთთან .

ბევრი ქართველი პოლიტიკოსი რუსეთის ქმედებას მცოცავ ანექსიად აფასებს და ვფიქრობ რომ ეს შეფასება მართალია.“- განაცხადა აპატურაიმ.

აპატურაის თქმით, მიუხედავად იმისა რომ რუსეთთან მოლაპარაკებები რთულ ვიტარენაში მიმდინარეობს, ჟენევის ფორმატი უნდა შენარჩუნდეს:

„რთულია ჟენევაში მოლაპარაკება, მაგრამ რაც ჩვენ ვიცით საქართველოს მთავრობის მხრიდან მოლაპარაკებები უნდას შენარჩუნდეს და გაგრძელდეს იმის მიუხედავად თუ რამდენად ართულებს და ძაბავს რუსეთი მოლაპარაკებებს და ფონს.

საქართველო აჩვენებს , რომ მომწიფებული პარტნიორია, არავის აძლევს საფუძველს იმისთვის, რომ ვინმემ დაადანაშაულოს რომ არ ეძებს გზებს და არ აკეთებს ყველაფერს. პოლიტიკური თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რუსეთის შეიარაღებული ძალები ისედაც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან ამიტომ მე არ ვიცი რას ცვლის ამ მხრივ ეს ე.წ ხელშეკრულება.

მე მოვისმინე საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებიდან ის რასაც ყოფილი ხელისუფლებაც აცხადებდა, რომ ვერ ხედავენ კონფლიქტის ძალისმიერი მეთოდით გადაჭრის გზებს. საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება და არაერთხელ გაკეთებულა ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადება . საქართველო არ აპირებს დაესხას სამხრეთ ოსეთს და ამ მხრივს საფრთხეც არ არსებობს.“- აღნიშნავს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი.


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42