,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არ ჩამოვარდეს რუქაზე, პრაქტიკულად ჩვენ განგვაცალკევეს უკრაინისგან - სადაც ახსენებენ უკრაინას, იქ აღარ ხდება საქართველოს ხსენება და ეს გააკეთა საქართველოს მთავრობამ, სრულიად შეგნებულად, საპასუხოდ ჩვენ მივიღეთ ცხინვალის დეფაქტო ანექსია. საქართველოს მთავრობის მხრიდან რეაქცია იყო, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური. ქაღალდი რა თქმა უნდა უკანონოა, მაგრამ ეს არის დაგვირგვინება იმისა, რომ ფაქტობრივად სხვა არავინ არ ეხმაურება ამას. რუსეთის წინააღმდეგ, ცხინვალის ანექსიის პირობებში სანქციები არ არის შემოღებული, მაშინ, როცა უკრაინის შემთხვევაში არის შემოღებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლო მექანიზმს ვკარგავთ. სოხუმის აეროპორტს ხსნის რუსეთი. ყირიმის აეროპორტი დაკეტა საერთაშრისო ორგანიზაციებმა და სოხუმის აეროპორტზე რეაქციას ვერ ვხედავთ. ვერ ვხედავთ რეაქციებს ავიაკომპანიებზე, რომლებიც სოხუმში დაფრინავენ, ვერ ვხდავთ სანქციებს ამ კომპანიების მიმართ, ანუ ყველაფერ იმას, რაც ხდება უკრაინასთან მიმართებაში. მართლაც მავნებლური ქმედებები უნდა განგეხორიცელებინა, რომ უკრაინის ნაკადში ვერ მოხვედრილიყავი.
საქმე ვირეშმაკობით არ კეთდება, საქართველოს ჩამოვარდნილია რადარებიდან და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ დაბრუნდეს რადარებზე. საერთაშორისო დონეზე ძალიან ცოტას ლაპარაკობენ საქართველოზე, ჩვენ ვართ დაცული მაშინ, როცა მიდის აქტიური საუბრები, როცა აინტეერსებთ და ჩვენზე წუხდებიან, თუ თავად არ შეაწუხე, მეგობრები დაგივიწყებენ და მტერი არ დაგივიწყებს და გუშინ შეგვახსენეს კიდეც თავი მოსკოვში“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარში.
მასალის გამოყენების პირობები






