,,მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება სწორი იყო, იმიტომ რომ გარკვეული გაუგებრობები და პროტესტი დეპუტატების მხრიდან იყო გამოთქმული მის განცხადებასთან დაკავშირებით. ის, რომ არმაზმა უფლებამოსილება შეიჩერა ეს სწორია. მან განმუხტა ის დაძაბულობა, რომელიც არსებობდა, თუმცა ამას დაძაბულობაც შეიძლება არ ეწოდოს. იქნება თუ არა ეს საკითხი პოლიტსაბჭოს მომავალ სხდომაზე განხილული არ ვიცი, თუმცა შეიძლება", - განაცხადა დავით საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მდივანმა არმაზ ახვლედიანმა უფლებამოსილება დროებით შეიჩერა. მიზეზი, მის მიერ "მაესტროს" ეთერში გაკეთებული განცხადება გახდა, როდესაც ახვლედიანმა განაცხადა, რომ თუ დეპუტატები ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერდნენ, მათ წინააღმდეგ სანქციები დაწერსებოდა. ახვლედიანის ამ განცხადებამ დეპუტატების პროტესტი გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები






