„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ხელმძღვანელებმა თავის მხარდამჭერებთან ერთად ზუგდიდში გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. მსვლელობა პარტიის ზუგდიდის ოფისიდან, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით მიმდინარეობდა.
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ 21 მარტს დაგეგმილი აქციის დროს თავი შეიკავონ იმ სახის პროვოკაციებისგან, რასაც ადგილი ქონდა სამი დღის წინ, როდესაც თავდასხმა მოხდა ანი ნადარეიშვილის ორგანიზაციის და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებზე. აქციის მონაწილეებმა მოთხოვნები სამართალდამცავების მიმართაც გააჟღერეს და მათ უსაფრთხოების ღონისძიებების სათანადოდ გატარება მოსთხოვეს.
აქცია დაახლოებით 20 წუთი მიმდინარეობდა, აქციაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი, ირმა ნადირაშვილი, მარიამ საჯაია და პარტიის სხვა წევრები.
მასალის გამოყენების პირობები






