კახა კალაძე - დემოკრატიას სჭირდება სწავლა, ახსნა და პროპაგანდა
პოლიტიკა - 14:17, 19 Mar, 2015     1405
The Economist-ში გამოქვეყნებულ სტატიაში კალაძე აცხადებს, რომ დიდი შეცდომა ჰგონია, როცა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში, მმართველი ძალა, სახელისუფლებო გუნდი განაპირობებს ან მცდელობა აქვს მიმართულება მისცეს მოსახლეობის პოლიტიკურ გემოვნებას და სიმპათიებს.
„საქართველო დღეს არის დემოკრატიული ქვეყანა“. „ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას...“ „საქართველოში დასავლეთის დემოკრატიების მსგავსი დემოკრატია გვექნება...“ და კიდევ მრავალი მსგავსი დაპირება. მე, პირადად, ეს სიტყვები რაც საბჭოთა კავშირი არ არსებობს, მუდამ მესმოდა ნებისმიერი ხელისუფლებისგან. ახლა თავად ვარ საქართველოს მთავრობის წევრი და ჩვენი გზავნილიც არის ის, რომ საქართველოში დემოკრატიამ გაიმარჯვა და ჩვენ მისი შენების მუდმივ პროცესში კვლავ ვართ. რა შევცვალეთ? რას ვაშენებთ? რა დგას რეალურად ამ სიტყვების მიღმა? რა არის დღეს დემოკრატია საქართველოში და როგორ გვესმის ეს? უპირველეს ყოვლისა, ეს არის თავისუფლება. პიროვნების თავისუფლება, რომლის ზღვარსაც მხოლოდ ინდივიდუალური მორალი განაპირობებს. და სახელწიფოს თავისუფლება, როცა მოქალაქესთან სახელმწიფოს ურთიერობას მხოლოდ კანონი განაპირობებს. დემოკრატიაა, როცა არ არის შიში. შიში ხელისუფლებისადმი და პირიქით – როცა, ხელისუფლებას არ ეშინია ხალხის და ძალადობის გარეშე მართავს ქვეყანას. დემოკრატიაა, როცა ხალხის ნება, ხალხის არჩევანი აყალიბებს ქვეყნის მმართველ ძალას, გუნდს, პირებს. რითი ვიწყებთ ამ მშენებლობას? უპირველესად, უნდა შეიქმნას ძლიერი საშუალო ფენა. ეს არის დემოკრატიის საყრდენი. საზოგადოების ეს ნაწილი რაც უფრო დიდია, კმაყოფილი და რეალიზებული, მით უფრო მყარია ხელისუფლება, ძლიერია ქვეყანა, სტაბილურია დემოკრატიული განვითარება. მეორე – ძლიერი სამოქალაქო სექტორი, რომელსაც ექნება მუდმივი კომუნიკაცია ხელისუფლებასთან, მუდმივი მონიტორინგის რეჟიმში. საზოგადოებრივი აზრი, საზოგადოებრივი აქტივობა და ჩართულობა, ოპონირება ხელისუფლებასთან – ეს კი არ ასუსტებს, არამედ აძლიერებს დემოკრატიულ ატმოსფეროს ქვეყანაში და ამას, უპირველესად, თვითონ ხელისუფლებამ უნდა შეუწყოს ხელი“, - აცხადებს ვიცე-პრემიერი.
მინისტრს ყველაზე დიდი შეცდომა ჰგონია, როცა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში, მმართველი ძალა, სახელისუფლებო გუნდი განაპირობებს ან მცდელობა აქვს მიმართულება მისცეს მოსახლეობის პოლიტიკურ გემოვნებას და სიმპათიებს. ეს სავალალო შეცდომაა და შედეგების სამწუხარო მაგალითებით გაჯერებულია ჩვენი პოლიტიკური ისტორია. „ძლიერი დემოკრატია არის საწინდარი და გარანტი იმისა, რომ ქვეყნის კურსი არ შეიცვლება, რომ ხელისუფლებაში არასოდეს მოვა ანტიდემოკრატიული ძალები, რომ მოსახლეობის პოლიტიკური სიმპათიები და არჩევანი ყოველთვის დემოკრატიის მშენებელი პოლიტიკოსის, პარტიის მიმართ იქნება, ვინაიდან ისინი ამაში თავის კეთილდღეობას, საკუთარ სტაბილურობას და სიმშვიდეს ხედავენ. დემოკრატიას სჭირდება სწავლა, ახსნა და პროპაგანდა. ჩვენ ყველანაირი სახელმწიფო მოწყობა გვქონდა, ჩვენ ვიცით, რა არის ერთპარტიული და იდეოლოგიური დიქტატურა, ომი, სამოქალაქო ქაოსი, კლანური მმართველობა, ავტოკრატიული რეჟიმი. ჩვენ უნდა განვახორციელოთ ძირეული გარდატეხა ცნობიერებაში, უნდა გავითავისოთ, რომ დემოკრატია საქართველოსთვის უტოპია არ არის – ეს გახლავთ ის რეალობა, რაც დღეს შევქმენით და გვაქვს ყველა რესურსი, ეს ცარიელ სიტყვებად, მიუღწეველ მიზნად არ დარჩეს“, - აცხადებს კალაძე.
ვიცე-პრემიერის აზრით, განათლება, შემწყნარებლობა, საკუთარი თავისუფლებით სხვისი თავისუფლების არშეზღუდვა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა – ეს არის დემოკრატიის სიჯანსაღის საწინდარი. „თითქოს მარტივია, მაგრამ როდის ყოფილა ეს ყველაფერი კომპლექსურად განხორციელებული? დემოკრატიულ ქვეყანაში მოსახლეობა სწორ პრიორიტეტებს ანიჭებს პოლიტიკურ ძალებს და მათ იდეოლოგიას. დემოკრატია ანტიბიოტიკივით მოქმედებს პოლიტსპექტრის სიჯანსაღეზე. სწორად განვითარებულ ქვეყანაში, სადაც ხალხი სახელმწიფო წყობით კმაყოფილია, ამომრჩეველი განაპირობებს, რომელი ძალა მოვა პოლიტიკაში და რა ძალებით იქნება დაკომპლექტებული ხელისუფლება. ჯანსაღი, დემოკრატიული ხელისუფლება განაპირობებს ჯანსაღ სამოქალაქო საზოგადოებას, და პირიქით – ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება განაპირობებს, რომ ქვეყნის სათავეში ჯანსაღი პოლიტიკური გუნდი იქნება. ეს შეკრული, მყარი წრეა და ამ წრიდან, მჯერა, საქართველო არასოდეს გამოვა. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიას. ეს სურვილი და მცდელობაა ძველი, თორემ პროცესი ახალია, მონაწილეობა მასში საინტერესო, საპასუხისმგებლოა, და ძალიან მალე საბოლოო შედეგიც გვექნება. დემოკრატიული საქართველო – ეს მხოლოდ დაპირება ან ოცნება არ არის. ეს გახლავთ რეალობა. შეუქცევადი და სამუდამო, შემდგარი ფაქტი. ჩვენი დღევანდელი დღე“, - აცხადებს ვიცე-პრემიერი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42