„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მდივანი არმაზ ახვლედიანი უფლებამოსილებას დროებით იჩერებს.
ამის შესახებ არმაზ ახვლედიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ამის მიზეზად ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გასული ინტერვიუ სახელდება, სადაც ახვლედიანმა თქვა, რომ თუ დეპუტატები ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ, სანქციები დაუწესდებათ.
„ვითვალისწინებ, რომ ახლა პარლამენტმა უნდა მიიღოს ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და აირჩიოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. არ მსურს, ჩემი ინტერვიუს საბაბით დაწყებულმა გაუგებრობამ, თუნდაც ოდნავ, შეუშალოს ხელი დეპუტატების არჩევანს. ამიტომ საჭიროდ მივიჩნევ, პარტია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში შევიჩერო უფლებამოსილება, სანამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე არ განიხილება აღნიშნული ინტერვიუს გამო აგორებული უსაფუძვლო კომენტარების საკითხი," - აცხადებს არმაზ ახვლედიანი.
მასალის გამოყენების პირობები






