აჭარის მთავრობაში სახელფასო დანამატების არათანაბარი განაწილება ხდება- „საერთაშორისო გამჭვირვალობა"
პოლიტიკა - 14:12, 19 Mar, 2015     1225
„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ აჭარის მთავრობაში სახელფასო დანამატების არათანაბარ გადანაწილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, 21 იანვარს მიღებული განკარგულების თანახმად მაღალი თანამდებობის პირებს შრომის ანაზღაურება თითქმის გაუორმაგდათ, ხოლო დაბალი რანგის საჯარო მოსამსახურები დანამატის სახით ხელფასის ნახევარსაც კი ვერ მიიღებენ:

„კერძოდ, განკარგულების თანახმად:

მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრები, მათი მოადგილეები, საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელები, მინისტრის თანაშემწეები და მრჩევლები 2015 წლის იანვრიდან, ყოველთვიურად, თანამდებობრივი სარგოს (ხელფასის) ოდენობის 75%-იან სახელფასო დანამატს მიიღებენ;

დეპარტამენტის, ადმინისტრაციის და გენერალური ინსპექციის უფროსი, მთავარი ბუღალტერი - თანამდებობრივი სარგოს ოდენობის 60 %-იან სახელფასო დანამატს;

დეპარტამენტში შემავალი განყოფილების უფროსები - სარგოს ოდენობის 50%-იან სახელფასო დანამატს;

მთავარი სპეციალისტი, წამყვანი სპეციალისტი, დამხმარე (ტექნიკური) მოსამსახურეები კი სარგოს 40%-იან სახელფასო დანამატს მიიღებენ;

აჭარის ფინასთა და ეკონომიკის მინისტრს დავით ბალაძეს, 2015 წლის 28 იანვარს, დანამატების გაცემის წესის პრესკონფერენციაზე წარდგენისას, არ განუმარტავს, თუ რითი ასაბუთებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დანამატების ოდენობების ისეთ განაწილებას, რომელმაც უწყებებში დასაქმებული სპეციალისტების უკმაყოფილება გამოიწვია.

მინისტრმა ამავე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები, მათი მოადგილეები და უფლებამოსილებით დანიშნული პირები პრემიებს აღარ აიღებენ და მათი ზეგანაკვეთური მუშაობა მხოლოდ დანამატებით ანაზღაურდება. მისივე თქმით, პრემიებს აიღებენ მხოლოდ დეპარტამენტების, განყოფილების ხელმძღვანელები და სპეციალისტები.

მიუხედავად ამ განცხადებისა, მოქმედი კანონმდებლობა და აჭარის მთავრობის მიერ მიღებული ზემოხსენებული დადგენილება მთავრობის თავმჯდომარეს, მინისტრებს, მის მოადგილეებს, უფლებამისილებით დანიშნულ პირებს, სახელფასო დანამატთან ერთად, პრემიის აღებას არ უკრძალავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ აჭარის მთავრობის აპარატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, დადასტურდა, რომ 2015 წლის იანვარ-თებერვალში მთავრობის წევრებს პრემია მართლაც არ აუღიათ, თუმცა 2014 წლის დეკემბერში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებმა, მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა და მთავრობის აპარატის უფროსმა პრემია ორჯერ, 24 და 29 დეკემბერს აიღეს.

ამავე წერილში მთავრობის აპარატის უფროსი განმარტავს, რომ ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის 21 იანვრის #9 განკარგულება სახელფასო დანამატის ყოველთვიურ გაცემას ითვალისწინებს.

მიუხედავად იმისა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოქმედება თანამდებობის პირებზე არ ვრცელდება, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 37–ე მუხლის მე–2 პუნქტი განმარტავს დანამატის გაცემის წესს, რომლის თანახმად, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოხელეს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესოს სხვა დანამატები. ასევე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოებრის დადგენილებაში სახელფასო დანამატი განმარტებულია, როგორც ხელფასის ოდენობის დროებითი გაზრდა, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ობიექტური ფაქტორით, მაგალითად, სამუშაო ადგილი ან ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებით. დამატებითი ანაზღაურება ინიშნება იმ ვადით, რა პერიოდითაც გრძელდება მისი დანიშვნის გარემოება.

შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატის ყოველთვიურად გაცემა არღვევს ანამატების გაცემის პრინციპს, რადგან იგი შეიძძლება გამოყენებული იქნას, როგორც დროებითი და არა, როგორც ყოველთვიური ღონისძიება.

რაც შეეხება პრემიების გაცემის წესს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 1აგვისტოს #27 დადგენილების თანახმად, განისაზღვრა იმ პირთა წრე, რომლებზეც შეიძლება გაიცეს პრემია (დოკუმენტში ასეთ პირებად მოიაზრებიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში, სამინისტროებში, მთავრობისა და სამინისტროების საქვეუწყებო დაწესებულებებში დასაქმებული პირები). ასევე დადგინდა პრემიის ოდენობა და გაცემის სიხშირე. დოკუმენტის მიხედვით, პრემია გაიცემა კვარტალში ერთხელ და ასევე სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, წელიწადში სამჯერ და მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასაქმებული პირის თანამდებობრივ სარგოს, თუმცა დადგენილება ასევე საჯარო მოხელეებზე პრემიის მეტი სიხშირით და ოდენობით გაცემის შესაძლებლობასაც უშვებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულება სახელფასო დანამატების ზღვრული მოცულობების განსაზღვრის შესახებ, ემსახურება კონკრეტული ჯგუფისთვის, კერძოდ კი თანამდებობის პირთათვის შრომის ანაზღაურების გაზრდას. დოკუმენტში ნაკლებად არის გათვალისწინებული დაბალი რანგის საჯარო მოხელეების ინტერესი, რამაც შესაძლოა, საჯარო სამსახურში უთანასწორობის პრინციპი დაამკვიდროს. ამასთან, ზემოხსენებული განკარგულება არ შეესაბამება სახელფასო დანამატის კანონმდებლობით განსაზღვრულ პრინციპს.“- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42