„ნაციონალური მოძრაობა“ სუს-ის მხრიდან მოქალაქეებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს.
როგორც პარტიის წევრმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, სუს-ის თანამშრომლები იმ მოქალაქეებს აშინებენ, ვინც 21 მარტს დაგეგმილ აქციაზე მისვლას გეგმავს.
დეპუტატის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტებს ადგილი განსაკუთრებით რეგიონებში აქვს.
„სუს-ის თანამშრომლების მხრიდან ადგილი აქვს დაშინების ფაქტებს, იმ პირთა მიმართ, რომლებიც 21 მარტის აქციაზე აპირებენ მისვლას. ჩვენ ვიცით თითოეული ამ პოლიციელის სახელი და გვარი. ვიცით მათ მიერ ჩადენილი დანაშაული. მათი ქმედებების შესახებ აუცილებლად ეცნობებება ყველა საელჩოს. მინდა ყველას ვუთხრა, რომ აქცია იქნება იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მათ ჰგონიათ. ვერც ერთი დაშინება მათი მხრიდან შედეგს ვერ გამოიღებს. სუს-ის თანამშრომლები ზეწოლას ახორციელებნ ძირითადად რაიონებში, სადაც არასამთავრობო სექტორისა და ,,ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები აქციაზე აპირებენ წასვლას“, - აცხადებს კუბლაშვილი.
შეგახსენებთ, 21 მარტს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქცია გაიმართება.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






