"ზუსტად შენ, ღარიბაშვილო და შენნაირი მუწუკები… პასუხს აგებ შენს ბიძიკოსთან ერთად"
სოც.მედია - 12:53, 19 Mar, 2015     11649
გენერალ-ლეიტენანტი გოგი თათუხაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით პრემიერ მინისტრისადმი ვრცელ მიმართვას ავრცელებს.

თათუხაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ქართული ჯარის და სპეცრაზმის მიზანმიმართულ განადგურებაში ადანაშაულებს. გოგი თათუხაშვილი მიმართვაში თავისი შვილის, შალვა თათუხაშვილის შესახებაც საუბრობს:

"ზუსტად შენ, ირაკლი ღარიბაშვილო და შენნაირი მუწუკები…

,,გითხარი შალვა, შვილო, რომ, ოცი წლის მანძილზე საქართველოში პოლიტიკური დევნაა გამოცხადებული პატრიოტებზე, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებზე, ომის ვეტერანებზე. განსაკუთრებით, გენერლებზე და სპეცრაზმელებზე. ისტორიულად საქართველოში შლიან ყველა ბრძოლისუნარიან სამხედრო დანაყოფს, პირველ რიგში სპეცრაზმებს და ა.შ..’’

დიახ, ზუსტად შენ -ირაკლი ღარიბაშვილო, და შენნაირი მუწუკები ოცი წლის მანძილზე ანგრევთ ქართულ ჯარს. თქვენ ხომ ერთი დღეც კი არ გიმსახურიათ ჯარში, არ მოგიხდიათ სავალდებულო სამხედო სამსახური, არ გიბრძოლიათ სამშობლოსათვის. თქვენ მხოლოდ თანამდებობებზე დანიშვნისას ხდებით ,,პატარა ნაპოლეონები''! მაშინ გახსენდებათ სამშობლო, აფხაზეთი, სამაჩაბლო. როდესაც გიჭირთ და არჩევნების წინ გახსენდებათ სპეცრაზმელები, საქართველოს ჯარისკაცები, ომის ვეტერანები, დაღუპული გმირები და მათი ოჯახის წევრები.

მესამე წელია ხელისუფლებაში ხართ და ერთხელაც არ მიგილოციათ სპეცრაზმელებისათვის სამსახურის დაარსების დღე. ამ დროის მანძილზე დაკითხვებზე დაატარებთ, იჭერთ, ანადგურებთ, ხოცავთ საქართველოს ჯარისკაცებს. ეწევით მათ დისკრედიტაციას. რუსეთის დავალებით ცდილობთ მოუსპოთ ქართველ პატრიოტებს ჯარში მსახურის, სამშობლოს დაცვის სურვილი! თქვენ თითქმის შეასრულეთ რუსეთის მიერ დასახული ამოცანა. კარგად იცით განწყობა ძალოვან სტრუქტურებში, ბევრს აღარ უნდა მსახური. გილოცავთ, ბატონებო, თქვენ ეს თითქმის მოახერხეთ!

ეხლა გაგახსენდათ სპეცრაზმელები, საქართველოს ჯარისკაცები? უკვე გაკანკალებთ მოსალოდნელ აღსასრულზე? როდესაც მოახლოვდა 21 მარტი და გჭირდებათ სპეცრაზმების კეთილგანწყობა. ჯილდოებითა და პრემიებით ვერ მოქრთამავ მათ!

არც გაგხსენებიათ, იმიტომ რომ არ გჭირდებათ, საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი დღესასწაულები. 15 მარტი არტილერიისათვის არ მიგილოციათ! არც 16 მარტი შეიარაღებული ძალებისათვის!

მოიგონეთ, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაბადების დღე 17 მარტია. ამას ვინ ჭამს, დაგცინიან ჯარისკაცები. ყველას კარგად ახსოვს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შექმნის თარიღი 2005 წლის იანვარია.

წლის დასაწყისში, როდესაც რეალურად ათი წლისთავი იყო, არ გეცალათ, სპეცრაზმელების დაჭერებით იყავით დაკავებული. ცნობისათვის, 2004 წლის ბოლოს დაშალეს შინაგანი ჯარები და მის ბაზაზე 2005 წლის იანვრის დასაწყისიდან დაარსდა განსაკუთრებულ დავალებათა სამსახური.

თქვენი პარპაშის დასასრული ცოტა მოგვიანებით იქნება. ამიტომ კიდევ ცოტა ხანი მოგიწევთ ყასიდად ეფეროთ სპეცრაზმელებს. ძალიან კარგად იცით, რომ სპეცრაზმები და ჯარი თქვენს მთავრობას აღარ ემორჩილება. გაჩერებულები არიან ხელფასებისა და კრედიტების ბორკილებით.

ისიც კარგად იცით, რომ ქართველი ხალხის მზაობის დროს, მე აღმოვჩნდები მათ გვერდით და ყველაფერს გავაკეთებ, რომ სპეცრაზმები და ჯარი იდგეს ხალხის გვერდით. როგორც ეს მოხდა 2003 წელს თბილისში და 2004 წელს აჭარაში !

ეს საერთოდ ! რაც შეეხება ჩემი შვილის მკვლელობას :

-შენ ის ღარიბაშვილი არა ხარ შარშან ჩამოხვედი თუ არა ამერიკიდან ჩემი შვილი მალევე რომ მოინახულე გატაცების ადგილას?

-შენ არ გაეცი ბრძანება ნებისმიერი ფორმით მოეპოვებინათ თქვენთვის სასურველი აღიარება?

-პირადად შენ არ გაეცი განკარგულება შალვას და მისი ოჯახის წევრების განადგურებაზე?

ამ და სხვა დანაშაულებზე პასუხის გაცემა მოგიწევს შენს ბიძიკოსთან ერთად !"- წერს გოგი თათუხაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42