ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან აქციის მონაწილე ორი ქალბატონი დააკავეს
პოლიტიკა - 12:47, 19 Mar, 2015     2043
დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულების ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ბრალდებულების სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სასამართლოზე ცრუ მოწმეების მიყვანას აპროტესტებენ და აცხადებდნენ, რომ ამ წუთებში იკითხებიან „ცრუ მოწმეები, რომლებიც რეალურად აცხადებენ იმას, რაც სამარათალდამცველებს და პროკურატურას სურს“.

საპროტესტო აქციაზე ინციდენტიც მოხდა, რის შედეგადაც აქციის მონაწილე ორი ქალბატონი დააკავეს. ერთს ბრალი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166­-ე მუხლით ედება, რაც ­ წვრილმან ხულიგნობას, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას გულისხმობს. მეორეს კი 173-­ე მუხლით, რაც ­პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.


შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთში, წალენჯიხაში, ზუგდიდში, სენაკში, თბილისსა და გორში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 10 პირი გასული წლის 10 სექტემბერს დააკავა. „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ქურდულ სამყაროს აღიარებენ, სხვადასხვა სარგებლის მიღების მიზნით, ქურდული კანონების შესაბამისად, სპეციალური წესების დაცვით მოქმედებდნენ და მიზანმიმართულად ცდილობდნენ ქურდული სამყაროს ინტერესების საზოგადოებაში დანერგვასა და განმტკიცებას. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებულები ქვეყნის გარეთ მყოფი კანონიერი ქურდების გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. ისინი ქურდული სამყაროს მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი პირებისგან კონკრეტულ დავალებებს იღებდნენ და ასრულებდნენ.სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით)“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42