საგარე საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ელოდებიან. წინასწარი ინფორმაციით, დიპლომატიური კორპუსისი წარმომადგენლებს თამარ ბერუჩაშვილი შეხვდება.
შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ რუსეთსა და ცხინვალს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ე.წ. ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
„უპირველეს ყოვლისა საუბარი შეეხება მოსკოვსა და ცხინლავს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას. ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ, რათა ეს ფაქტი, რომელიც არღვევს საერთაშორისო ნორმებს და გაეროს ქარტიას და მიმართულია საქართველოს ანექსიისკენ, იყოს სწორედ მიწოდებული ჩვენი პარტნიორებისთვის“, - განაცხადა უწყების პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ.
შეხვედრა საგარეო უწყებაში 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა მან ერთი საათით გადაიწია და ელჩებს ბერუჩაშვილი 13:00 საათზე შეხვდება.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






