პრემიერ-მინისტრი ზუგდიდში მომხდარ ფაქტს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილ მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მან მოუწოდა შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ გამოძიებული იქნას ფაქტი, რომ რეალური დამნშავეების ვინაობა დადგინდეს.
„ზუგდიდში მომხდარ პროვოკაციას ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ, ძალადობას არავინ მიესალმება, მაგრამ აქვე მინდა განმვმარტო, რომ ეს იყო პროვოკაცია, რომელიც დაიგეგმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. მოხდა მიზანმიმართული პროვოცირება. აივნებიდან ხალხს ხელკეტები და ქვები დაუშინეს და ამის შემდეგ რეაქცია იყო ხალხისგანაც ნეგატიური. თუმცა ამ ხალხს აქვს ღირსება და თავმოყვარეობა. საზოგადოებამ ცხრა წელი აიტანა ის ძალადობა და საშინელი რეჟიმი, რომელიც საქართველოში იყო გამეფებული. ჩვენ არ დაუშვებთ, რომ მოხდეს კიდევ ძალადობა. ამას ყველაფერს ზედმეტი დრამატიზება არ სჭირდება. რა თქმა უნდა ფაქტი უნდა გამოიძიოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომ დადგინდეს დამნაშავე, მაგრამ ერთი შეხედვით ჩანს, რომ ეს იყო პროვოკაცია“, - განაცხადა პრემიერმა.
ზუგდიდში 15 მარტს „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ოფისი და ანი ნადარეიშვილის "მხარდაჭერისა და თავისუფლების ცენტრი" დაარბიეს.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






