სამწუხაროა, რომ რუსეთმა ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ასე უპასუხა - პრემიერი
პოლიტიკა - 09:47, 19 Mar, 2015     1507

პრემიერი ცხინვალსა და რუსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ რუსეთმა რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისკენ ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯს ასე უპასუხა.

„ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა არის საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. სამწუხაროა, რომ რუსეთმა ამგვარი ქმედებით უპასუხა რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისკენ ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. საქართველოს მთავრობა ნეგატიურად ვაფასებთ რუსეთის მიერ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონთან ამგვარი არალეგიტიმური ხელშეკრულების გაფორმებას. ამ ფაქტს ასევე ნეგატიურად აფასებს თანამედროვე სამყაროც. ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში მაქსიმალური გავაკეთეთ და მოვახერხეთ ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ცალსახად დაგმო როგორც ცხინვალთან, ისე აფხაზეთთან გაფორმებული მსგავსი ტიპის ე.წ. ხელშეკრულება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ე.წ მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულებას ხელი კრემლში გუშინ მოაწერეს.

ხელშეკრულება ეკონომიკურ, სოციალურ, ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთ თანამშრომლობას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42