შეერთებული შტატების სახელმიწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ დოკუმენტის გაფორმება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს დაემთხვა.
დეპარტამენტის განცხადებით აშშ სცნობს რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეგიონს შორის გაფორმებულ ეგრეთ წოდებულ შეთანხმებას არ სცნობს.
"არც ეს და არც 2014 წლის ნოემბერში ხელმოწერილი შეთანხმება აფხაზეთთან არ წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებულ დოკუმენტს. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. განსაკუთრებით გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ე.წ. შეთანხმება გაფორმდა იმავე დღეს, როცა ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიები მიმდინარეობდა,“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჯენ პსაკმა.
აღნიშულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადებები რუმინეთის, ბულგარეთისა და ესტონეთის საგარეო უწყებებშიც გაკეთდა.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






