ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ავეჯი, რომლის შესახებ ინფორმაცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა მთავრობის ადმინისტრაციისთვის არის განკუთვნილი.
ამის შესახებ სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
მისი თქმით, ნივთები პრემიერისთვის არ არის განკუთვნილი.
„180 ათასი ლარის ღირებულების ნივთები განკუთვნილია მთლიანად მთავრობის ადმინისტრაციისთვის. შედარებისთვის, მხოლოდ პრემიერის რეზიდენციისთვის 3 წლის წინ დაახლოებით იგივე რაოდენობით ნივთები დაჯდა მილიონ ნახევარი. ასე რომ, მგონი შედარება რთული არ იქნება,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.
„ნაციონალურმა მოძრაობის“ ინფორმაციით, პრემიერმა 181 401 ლარის რბილი ავეჯი შეიძინა. ოპოზიციამ დღეს თვალსაჩინოებისთვის შეძენილი ავეჟის ფოტომასალაც გაასაჯაროვა.
შეგახსენებთ, მთავრობის მირ დაწყებული „ქამრები შემოჭერის პოლიტიკა“ საჯარო უწყებებისთვის რბილი ავეჯის შესყიდვაზე თანხების დაზოგვასაც გულისხმობდა.
მასალის გამოყენების პირობები






