რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებს ეხმაურება
პოლიტიკა - 09:34, 19 Mar, 2015     935
ჟენევის მოლაპარაკებათა 31-ე რაუნდს რუსეთის საგარეო უწყება განცხადებით გამოეხმაურა. სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე აფხაზურმა და ოსურმა მხარეებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გეგმების გამო შეშფოთება გამოთქვეს,

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა გამოთქვეს შეშფოთება საქართველოს გეგმებზე ნატოსთან ინტეგრაციის თაობაზე. მათ აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით სვლა წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს ორი დამოუკიდებელი რესპუბლიკის მიმართ. განსაკუთრებით საგანგაშოა ალიანსის გეგმა საქართველოს ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განთავსებისა და სამხედრო წვრთნების ჩატარების შესახებ," – ნათქვამია განცხადებაში.

მხარეებმა დაკარგულ და ტყვეობაში მყოფ პირთა საკითხზეც იმსჯელეს. საუბარი შეეხო 18 მარტს მოსკოვსა და ცხინვალს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასაც, რომელიც ლავროვის უწყების განცხადებით, მშვიდობიან ხასიათს ატარებს და სხვა ქვეყნების ინტერესების წინააღმდეგ მიმართული არ არის. "სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დელეგაციებმა დევნილთა პრობლემების განხილვაზე უარი კიდევ ერთხელ თქვეს, მანამ, სანამ ქართული მხარე ამ საკითხის პოლიტიზირებას ახდენს,"-ნათქვამია განცხადებაში.

უწყება აღნიშნავს, რომ შეხვედრებისას ერთერთი პრიორიტეტული საკითხი ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული დოკუმენტის ხელმოწერა იყო, რასაც სოხუმი და ცხინვალი ითხოვს.



ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42