ოზურგეთის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ორი კვირის განმავლობაში 28 თემის მოსახლეობას შეხვდა
პოლიტიკა - 21:30, 18 Mar, 2015     1537
კრებებზე ადგილობრივი მოსახლეობა გამგებელთან ერთად იმ პრიორიტეტებზე შეჯერდა, რომელიც 2015 წლის ბოლომდე ყველა სოფელში უნდა დასრულდეს.

კრებების მთავარი მიზანი ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოსახლეობის თანამონაწილეობა და მათთან შეთანხმებული პროექტების განხორციელებაა. გარდა იმისა, რომ მუნიციპალიტეტი სოფლის პროგრამით გამოყოფილი თანხების სწრაფად და და ეფექტურად ათვისებას გეგმავს, თემებში სტიქიის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მოხდება.

სოფლის კრებებში აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც გამგებლის წარმომადგენლები, ისე სოფლის მაჟორიტარი დეპუტატები, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები, გამგებლის მოადგილეები და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.

მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, მთავარია, საქმე შედეგისთვის გაკეთდეს და არა საჩვენებლად. თანხების მიზნობრივად განკარგვა კი გრძელვადიან პროექტებზე მოხდება, რისთვისაც სოფლებმა სწორი და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.

"2017 წლისთვის ჩვენ ყველა დონეზე წარმატებული მუნიციპალიტეტი ვიქნებით. სწრაფად ათვისებული თანხებით, გეგმით გათვალისწინებული, სრულად განხორციელებული პროექტებით და აბსოლუტურად მოწესრიგებული ბაზებით, ამას საფუძველს ყოველდღე ვუყრით", - აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს.

წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის სულ 1 342 000 ლარი გამოიყო. სოფლის პროგრამა 2015 წლიდან განსხვავებული მექანიზმით განხორციელდება. გამოყოფილი თანხა ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, საერთო სარგებლობის შენობების აღჭურვას და გრძელვადიანი სასარგებლო ტექნიკის შესყიდვას მოხმარდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42