ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული რაუნდი დასრულდა
პოლიტიკა - 21:46, 18 Mar, 2015     989
ჟენევის მოლაპარაკებების რაუნდი დღეს, 8 საათს გაგრძელდა. მოსკოვში რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ხელშეკრულების გაფორმებამ ჟენევის მოლაპარაკებებს განსაკუთრებით დაძაბული ფონი შეუქმნა და შეხვედრა ჩაშლის საფრთხის წინაშეც იდგა.

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა და აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა საგანგებო განცხადებები გააკეთეს და აღნიშნულ ხელშეკრულებას არალეგიტიმური უწოდეს. ქართული მხარე დისკუსიაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ ამის შემდეგ დასთანხმდა.

დღევანდელი შეხვედრის მთავრი და ერთადერთი თემა სწორედ მოსკოვში გაფორმებული ხელშეკრულება იყო.

გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე, ანტი ტურუნენი ტქმით ამ დოკუმენტს არანაირი იურიდიული ძალა არა აქვს და აშშ და საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

რუსეთისა და ოკუპირებული ოსეთის წარმომადგენლები ხელშეკრულების არაღიარების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ , მათი განცხადებით მთავარი ამ ხელშეკრულების რუსეთის მიერ აღიარებაა.

ქართული მხარის განცხადებით, მათ ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დაგმეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების წინააღმდეგ მოსკოვის მიზანმიმართული პოლიტიკა და ნათლად წარმოაჩინეს ყველა ის რისკი, რაც თან ახლავს ე.წ. ხელშეკრულებების იმპლემენტაციას ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდიბარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების კუთხით.

საქართველოს დელეგაციამ რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღებისა და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტური საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

მეორე სამუშაო ჯგუფში განიხილეს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების, ასევე გალში მცხოვრები ქართველებისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აუცილებლობა.

დღეს შეხვედრებზე ინციდენტსაც ქონდა ადგილი, ჰუმანიტარულ საკითხებზე მსჯელობისას რუსეთისა და ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გრიგორი კარასინის, თქმით, ქართული მხარე მათთვის მიუღებელ საკითხებს აყენებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, შეხვედრის დატოვების მიზეზი დევნილების დაბრუნების საკითხის განხილვას მოჰყვა.

ჟენევის მოლაპარაკებების 32-ე რაუნდი 30 ივნის გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42