,,განათლების სამინისტრო ფაქტი დაგმო მას შემდეგ, რაც საზოგადოების მხრიდნა მწვავე რეაქცია მოხდა. მე როგორც გაანთლების ყოფილი მინისტრი შემიძლია, რომ 100%-იანი გარანტიით გითხრათ, რომ განათლების სამინისტრო საქმის კურსში იყო, თავად დირექტორები ხაზს უსვამენ იმას, რომ რესურს-ცენტრებისგან შემოიდიოდა ზარები, რამდენი ბავშვი უნდა მიეყვანათ. ბუნებრივია, საზოგადოების უმრვალესობამ არ იცის სამინისტროს სტრუქტურა, რესურს-ცენრი ექვემდებარება განათლების სამინისტროს რეგიონალურ დეპარტამენტს, რესურს-ცენტრი ეს არის სამინისტროს ადგილობრივი წარმომადგენლობა, ის არ ექვემდებარება ადგილობრივ ხელისუფლებას და რას გმობს განალთების სამინისტრო თავის საქციელს?! დღეს სანიკიძე ამობს, რომ საქმის კურში არ იყო? შეიძლება ეთქვა ეს იმ შემთხვევაში, რომ ერთი რომელიმე სკოლის ინიციატივა ყოფილიყო, დირექტორებმა თქვეს, რომ სწორედ რესურს-ცენტრმა დაურეკა მათ. რად უნდა ამას გამოძიება? და რატომ იტყუება სანიკიძე, როცა საუბრობს იმაზე, რომ არ ვიცოდიო. ესაა მთლი პრობელმა, ეხლა იქნება მცდელობა რომ ეს ყველაფერ გადააბრალონ სკოლის დირექტორებს“ - აცხადებს შაშკინი.
შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა უკვე დაიწყო ზუგდიდის, ხობის და ფოთის რესურსცენტრების და მის დაქვემდებარებაში არსებული სკოლების ინსპექტირება.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, სამინისტრო მიიჩნევს, რომ მომხდარი ფაქტი ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევაა, რადგან სკოლა აპოლიტიკური ორგანიზაციაა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის და მის დაქვემდებარებაში შემავალი ყველა საჯარო უწყებისთვის სკოლის პოლიტიზაციის ნებისმიერი გამოვლინება, პრინციპულად მიუღებელია.
მასალის გამოყენების პირობები






