,,სანიკიძე მეცნიერებას საბჭოთა სისტემაში აბრუნებს“ - რას მიიჩნევს შაშკინი სანიკიძის ,,დამსახურებად“
პოლიტიკა - 20:06, 18 Mar, 2015     1668
როგორც სჩანს განათლების მინისტრი კომუნისტურ სისტემაში გვაბრუნებს, ეს კი საბოლოოდ დაღუპავს მეცნიერებას - თამარ სანიკიძის განცხადებას სამეცნიერო სისტემაში ცვლილებების შესახებ ეხმიანება განათლების ყოფილი მინსიტრი. რატომ ფიქრობს შაშკინი, რომ სანიკიძე კომუნისტურ სისტემას ნერგავს, ,,ნიუპოსტი“ ყოფილ მინისტრს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ახალ ხელსიუფლებას არ ესმის თუ რა გამოწვევები დგას მეცნიერების წინაშე.

,,თამარ სანიკიძე თავის ინტერვიუში საუბრობს იმაზე, რომ მას სურს კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატება, რაც ბუნებრივია კარგი და მისასალმებელია, მითუფრო მაშინ, როცა ხელფასის 35% უკვე შეჭამა ლარის გაუფასურებამ, მაგრამ განათლების მინსიტრისგან არ გვესმის კონცეპტუალური ხედვა თუ როგორ უნდა განვითარდეს მეცნიერება“ - აცხადებს შაშკინი, რომელიც ქართველი მეცნიერის გია დვალის კონცეფციას იშველიებს და დარწმუნებულია, რომ თამარ სანიკიძეს ის წაკითხულიც კი არ აქვს.

,,ამ ხელისუფლებას არ ესმის რა არის ინოვაცია, რადგან მეცნიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტი არის იდეა და ინოვაცია, ზუსტად ამაზე საუბრობდა გია დვალი თავის კონცეფციაში, რომელიც შექმნა 2 წლის წინ ამ ახალი მთავრობის დაკვეთით, და რომელიც სამწუხაროდ უჯრაში შეინახეს, როგორც მაკულატურა. იმედი მქონდა, რომ მინისტრს წაკითხული მაინც ექნებოდა დვალის კონცეფცია, მაგრამ ეს იმედი ბუნებრივია არ გამართლდა.

როცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი საუბრობს მეცნიერებაზე, პირველი მან უნდა ისაუბროს ინოვაციასა და იდეებზე, რაზეც მთელი განვითარებული მსფოლიოს განათლების და მეცნიერების სისტემის მეთაურები საუბრობენ“ - აცხადებს შაშკინი.

ყოფილი მინისტრი სამეცნიერო ინკუბატორების პროექტზეც საუბრობს, რომელიც მისი თქმით, ახალმა ხელისუფლებამ შეაჩერა. რაც შეეხება სანიკიძის განცხადებას სამეცნიერო აკადემიასთან დაკავშირებით, შაშკინი ამას კომუნისტურ სისტემას უწოდებს, რომლიც არ უწყოს ხელს მეცნიერული იდეების ინოვაციად გარდაქმნას და მის განხორციელებას.

,,საგანგაშოა, როცა მინსიტრმა გამოხატა მწუხარება იმასთან დაკავშირებით, რომ კვლევითი ინსტიტუტები იყო გამოყოფილი აკადემიიდან და მან პირდპაირ ხაზი გაუსვა, რომ ფიქრობს იმაზე თუ როგორ შეიძლება ეს უკან დააბრუნოს. თავის დროზე განათლების და მეცნიერების სამინისტრომ უარი თქვა კომუნისტურ მოდელზე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საბჭოთა კავშირში არსებობდა და საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ამ წრიდან გააღწია. მსოფლიოს მკვლევარები და მეცნიერები თანამშრომლობენ უნივერსიტეტებთან, რადგან უნივერსიტეტებს აქვს ბაზა იმისა, რომ იდეა გარდაიქმნას ინოვაციაში. სახელმწიფოს და ბიზნესის ჩართულეობის გარეშე იდეა ინოვაციად არასოდეს არ გარდაიქმნება. ზუსტად ამაზე მიუთითებდა დვალი, როცა ის საქართველოში ,,ექსელენს ცენტრების“ შექმნაზე საუბრობდა. ზუსტად ამისკენ იყო მიმართული, როცა ჩვენ სამეცნიერო ინკუპატორების გაკეთება დავიწყეთ უნივერსიტეტებში, ამაზე იყო საუბარი, როცა თავდაცვის სამინისტროს გადაეცა რამდენიმე კვლევითი ინსტიტუტი და ამ პროცესს შედეგად მოჰყვა ადგილორბივი დონეზე სამხედრო წარმოების შექმნა. იგივე ბაქტერიოფაგთან მიმარებში, ჩვენ ხელი შევუწყვეთ და მაშინვე დაიწყო პროგრესი“ - ამბობს შაშკინი და სანიკიძის ერთადერთ ,,დამსახურებად“ გეოდეზიური რუქების რუსეთისთვის გადაცემას ასახელებს.

,,მეცნიერების სფეროში ამ ორი წლის განმავლობაში სანიკიძის მუშაობის შედეგი არის ის, რომ ერთ-ერთმა კვლევითმა ინსტიტუტმა გადასცა გეოდეზიის რუკები რუსეთის ფედერაციას, რაც არის ჩვენი უსაფრთხოებისთვსი კატასტროფა. ეს იყო თანამედროვე რუკები, რომელიც იყო შექმნილი 2010-2012 წელს. ის, რაშიც სადაზვერო სამსახურები უზარმაზარ ფულს ხარჯავენ და აგენტებს აგზავნიან ინფორმაციის მოსაპოვებლად, ეს სანიკიძემ პირდაპირ გადასცა რუსეთს“ - აცხადებს ყოფილი მინისტრი.

დიმიტრი შაშკინი აქვე მეცნიერებათა აკადემიის მინუსებზე საუბრობს, რომელიც მას საბჭოთა სისტემიდან გამომდინარე ახასიათბდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, იმ სისტემის პირობებში საქართველოს დიდ მეცნიერები ჰყავდა, მათი შესაძლებლობების რეალიზების შანსი 10 % იყო, მაშინ როცა მეცნიერების გამართული სისტემა ჰქვია იმას, როცა ის 90%-ით მუშაობს.

,,საქართველოში ყოველთვის იყვნენ მეცნიერები, რომლებიც ქმნიდნენ ძალიან მნიშვნელოვან პროდუქტს, მაგრამ აქ საუბარია სისტემაზე და არა გამონაკლისებზე, სისტემა მაშინ არის გამართული, როცა 90% მუშაობს და არა 10 %. ჩვენ გვყავს მართლაც ძლიერი მეცნიერები იგივე დვალი, მაგრამ დვალი უნდა იყოს ყველა ახალგაზრდა მეცნიერი. ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ, თუ არ ჩავთვლით ბალტიის ქვეყნებს, რომლებმაც ეს რეფორმა ჩავატარეთ და სხვა ქვეყნის განათლების მინისტრები ჩამოდიოდნენ და თეთრი შურით უყურებდნენ ამ რეფორმას. მესმის, რომ მეცნიერება მთლიანად შედეგზე ვერ იქნება, რადგან არსებობს ფუნდამენტალური მეცნიერება და ასეც არის, მაგრამ თუ ჩვენ გამოყენებით მეცნიერებას არ განვავითარეთ, მაშინ ფუნდამენტალურიც ვერ განვითარდება. საქართველო პატარა ქვეყანაა და დიდ ფულს ვერ ჩადებს მეცნიერებაში, მაგრამ ჩვენი ამოცანა იყო, რომ გრანტების მეშვეობით ეს ფული მიზნობრივად ჩადებულიყო, ის უნდა ეფუნძებოდეს კონკურენციას და გამჭვირვალობას და არა ისე, როგორც იყო 90-იან წლებში, როცა აკადემია თვითონ წყვეტდა ვისთვის მიეცა ფული და იყო სრული ნეპოტიზემი, ამ ციკლიდან ჩვენ როგორც იქნა თავი დავაღიწეთ და როგორც სჩანს, სანიკიძე უკან დაბრუნების სურვილი აქვს“ - განაცხადა შაშკინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42